წითელსოფელში სეტყვისგან დაზიანებულ სახურავებზე ტენტის გადაფარება ძლიერი წვიმის გამო ვერ ხერხდება
11 ივლის, მარნეულის  წითელსოფელი დაისეტყვა. მოსახლებას მოსავალი გაუნადგურდა.
როგორც სოფლის მკვიდრი, არამ აკოპიანი ჩენთან საუბარში ამბობს, ამ წუთებში  სოფელში ძლიერად წვიმს:

"სახურავებია დაზიანებული, გვეშინია მოკლე ჩართვა არ მოხდეს და არ დავიწვათ. სახურავებზე წყლის გუბეებია. მერიამ მოგვიტანა ტენტები გადასახურად, მაგრამ ისეთი ძლიერი წვიმა მოდის, რომ გადაფარვას ვერ ვახერხებთ" - ამბობს აკოპიანი

გუშინ 11 ივნის მარნეულის სოფლებში ძლიერი სეტყვის შედეგად მოსავალი დაზიანდა. მერიაში სპეციალური ზარალის დამთვლელი კომისია შეიქმნა.  პირველადი დახმარების სახით მერიამ სოფლის მკვიდრებს ტენტები, ე.წ. ბრეზენტები დაურიგა. 


წითელი სოფლის შიდა ქუჩა

ფოტო: არამ აკოპიანი/ წითელი სოფლის მკვიდრი
Print