მარნეულის მერს განადგურებული მოსავლის კომპენსაციაზე დაპირება არ გაუცია
391 სახლის სახურავი და 220 ჰექტარი მიწის ნაკვეთი. ესაა მარნეულში 11 ივლისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებული სახლებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების რაოდენობა.

მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას აღნიშნა, რომ სპეციალურად შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია ჯერ კიდევ მუშაობს და არაა გამორიცხული, რომ დაზიანებული სახლებისა და მიწის ნაკვეთების რაოდენობა კვლავ გაიზარდოს.

"მოსახლეობასთან შეხვედრების დროს დავპირდით, რომ დავეხმარებით სახურავებზე, რა მიმართულებითაც ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ასევე, რაც შეეხება ნათესებს, ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტული დაპირება მოსახლეობასთან არ გვქონია იქედან გამომდინარე, რომ ჯერ კიდევ აღწერა მიმდინარეობს და სამუშაო პროცესში ვართ"
- გვითხრა ზაურ დარგალმა

ხიხანი, შაუმიანი, იმირი, წითელსოფელი, საიმერლო ეს ის სფლებია, რომლებიც ძლიერმა სეტყვამ 11 ივლისს დააზარალა. მოსახლეობის ნაწილს სახლის სახურავები და მოსავალი გაუნადგურდათ.

რადიო "მარნეული"



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები