მარნეულის მერიაში დეცენტრალიზაციის რეფორმის შესახებ ისაუბრეს
"დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები" ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს, 17 ივლისს, მარნეულის მერიაში რეგიონალური შეხვედრა/დიალოგი გაიმართა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციის სტრატეგიის პროექტი რასთან დაკავშირებითაც ჩვენ "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში გიორგი ტოკლიკიშვილი გვესაუბრა.

"ძირითადი კითხვები შეეხებოდა მუნიციპალიტეტებისათვის ახალი უფლებამოსილების გადაცემის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების ფინანსური დამოუკიდებლობის თემაზე, ქონების გადაცემის საკითხებზე და ასევე გამჭვირვალობის თემაზე" - გვითხრა გიორგი ტოკლიკიშვილმა

დეცენტრალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებულ შეხვედრაში მარნეულის მერიის, საკრებულოსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად რუსთავის, გარდაბნისა და თეთრიწყაროს მუნიციფალიტეტების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

როგორც "სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის" თანამშრომელმა და პროექტის კოორდინატორმა გურანდა ჭავჭავაძემ რადიო "მარნეულთან" საუბრისას თქვა, შეხვედრის მთავარ მიზანს მონაწილეებთან ერთად დეცენტრალიზაციის რეფორმაზე და რეგიონალურ განვითარებაზე მსჯელობა წარმოადგენდა.

"ამ შეხვედრის მიზანია ვისაუბროთ სხვადასხვა სექტორებს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისა და პერსპექტივების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ასევე ვისაუბრეთ თანამონაწილეობისა და თანამშრომლობის მექანიზმების შესახებაც" - გვითხრა გურანდა ჭავჭავაძემ

რეგიონალური შეხვედრა/დიალოგი თემაზე "დეცენტრალიზაციის რეფორმა საქართველოში, სტრატეგია და გამოწვევები" ჩატარდა პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, რომელიც "კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის" მიერაა ორგანიზებული.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

Warning: mysql_query(): Unable to save result set in /var/www/marneulifm.ge/public_html/libraries/joomla/database/database/mysql.php on line 223
მსგავსი სტატიები არ მოიძებნა