სიახლე
წერაქვში „One Caucasus“ - ის ფესტივალზე 8 ქვეყნიდან 20 მუსიკალური ბენდი მიიღებს მონაწილეობას
ფესტივალი „ერთიანი კავკასია“ (One Caucasus) მარნეულს უბრუნდება.

ღონისძიება კვლავ სოფელ წერაქვში ოთხი დღის განმავლობაში გაიმართება. როგორც ჩვენთან საუბარში ფესტივალის კოორდინატორი ირაკლი  მიქიანი ამბობს, დამსწრეები წელსაც მრავალფეროვან პროგრამას და გასართობს უნდა ელოდნონ.

ჩვენი გუნდი 4 აგვისტოდან ეწვევა წერაქვს და შემდეგ 8 აგისტოდან შემოგვიერთდება საერთაშორისო გუნდი ხელოვანების, არქიტექტორების, ფილმის შემქმნელების, ანიმატორების, ჟურნალისტების და ა.შ. სწორედ 8 აგვისტოდან დაიწყება პროგრამა, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე სოფლისთვის განვახორციელებთ საგანმანათლებლო  და სამხატვრო აქტივობებს. ამასობაში კი ავაგებთ (შევქმნით) ერთიანი კავკასიის ქალაქს.“ - გვითხრა ირაკლი მიქიანმა და აღნიშნა, რომ მუსიკალური კონცერტი, რომელიც  22-25 აგვისტომდე გაიმართება, მასში მონაწილეობას 8 ქვეყნიდან 20 ბენდი მიიღებს. ასევე 70-ზე მეტი მუსიკოსი ჩამოვა.

„გვეყოლებიან მუსიკოსები ბრიტანეთიდნ, საფრანგეთიდან, პოლონეთიდან, სენეგალიდან, იამაიკიდან და ა.შ“

„One Caucasus“ ფესტივალზე ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას აუდიტორიისთვის თბილისიდან, მარნეულიდან ასევე,  აზერბაიჯანის და სომხეთის საზღვრებიდან. გარდა ამისა, მერია ფესტივალს ინფრასტრუქტურის თვალსაზრისითაც დაეხმარება.

აღსანიშნავია, რომ ფესტივალი „ერთიანი კავკასია“, სამი ქვეყნის საზღვარზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერაქვში 4 წლის განმავლობაში იმართებოდა. პროექტში მონაწილეობის მისაღებად მუსიკოსები და მოხალისეები სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან. ისინი ერთგვარ საფესტივალო ქალაქს ქმნიან. ასე, მარნეულელებსა და სამხრეთ კავკასიაში მცხოვრებ ხალხს აქვთ სივრცე, სადაც ოთხ დღეს ერთად გაატარებენ.  ახალგაზრდები უსმენენ სასიამოვნო მუსიკას, ისვენებენ ოჯახებთან ერთად და ეცნობიან მეზობლების კულტურას. ამ ერთადერთ მასშტაბურ ღონისძიებაზე მარნეულის მერიამ უარი 2018 წელს განაცხადა და ფესტივალი  ბოლნისში ჩატარდა. თუმცა პროექტი წელს კვლავ მარნეულში განხორციელდება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის
პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს
თანამშრომლებმა,
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის
ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე
ემსხვერპლა.
ავტოსაგზაო შემთხვევას სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე, სოფელ ნოსირთან 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი
ერთმანეთს შეეჯახა.
გურიაში, სოფელ ნიგვზიანთან ორი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია
“ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი
ხდება.
რუსთავის საკრებულოს დადგენილებით, კომპანია “ინტერტრანსის” კუთვნილ 6 ლოტზე ტარიფი 1.80 ლარი ხდება.
Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə
siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas
məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
Başlanğıçda QHT sahəsində fəal çalışan sonra isə siyasətə addım atan Leyla Məmmədova seçkilərdə mer seçilməsədə əsas məqsədlərini əldə etdiyini vurğulayır.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე
მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი
იპოვეს.
რუსთავში, მე-15 მიკრორაიონში, 35 წლამდე მამაკაცი გვიან ღამით საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა
ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს
“მთავარი არხი” ჰქვია.
“რუსთავი 2-ის” ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ იურიდიულად უკვე დააფუძნა ახალი ტელეარხი და მას შპს “მთავარი არხი” ჰქვია.
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის
ბავშვებმა დღეს
პირველი თოჯინების თეატრი სოფელ ქვემო სარალის ბავშვებმა დღეს