მარნეულის მერმა სოფელ კასუმლოს მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა
დღეს, 19 ივლისს, მარნეულის მერი ზაურ დარგალი სოფელ კასუმლოში მოსახლეობას შეხვდა.

ზაურ დარგალი სოფელში მდებარე სპორტული კლუბის მდგომარეობით დაინტერესდა.

შეხვედრის დროს სოფელ კასუმლოს მოსახლეობამ სასმელი წყლის და ნარჩენების გატანის სისტემის არარსებობაზე ისაუბრეს. შეხვედრის განმავლობაში კასუმლოელებმა პენსიებისა და ხელფასების დაგვიანებით ჩარიცხვაზზეც გამოთქვეს პრეტენზია.

მარნეულის მერმა აღნიშნა, რომ სოფელში უფრო დიდ შეხვედრას გამართავს და პრობლეებს უფრო დეტალურად გაეცნობა.

რადიო "მარნეული"


Print