იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
მარნეულში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე რამდენიმე დღეა რაც კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მარნეულის მერიის დაკვეთით, შპს "ბოგირი" იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ქვის ფილების საფარს შეცვლის.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობისა და 26 მაისის ქუჩაზე ტროტუარის რეაბილიტაციისათვის ერთობლივი ტენდერი გამოაცხადა, რომლის ღირებულებაც 30 796 ლარია.

მარნეულის მერიამ შპს "ბოგირთან" ხელშეკრულება 2019 წლის 10 ივლისს გააფორმა. ხელშეკრულების მიხედვით, კომპაიამ სამუშაოები 60 კალენდარულ დღეში, ანუ 8 სექტემბრამდე, უნდა შეასრულოს.

რადიო "მარნეული"

Print