ყრუ და უსინათლო ადამიანების საჭიროებების შესასწავლად მარნეულში ახალი პროექტი დაიწყო
დღეს, 22 ივლისს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ახალი პროექტის "ადვოკატირება ეფექტური სოციალური პროგრამების დაგეგმვისათვის" პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალური პროგრამების უსინათლო და ყრუ ბენეფიციარების საჭიროებების ანალიზის საფუძველზე 2020 წლის მუნიციპალური ბიუჯეტის შესაბამის პროგრამებში ცვლილებების მისაღწევად ადვოკატირების კამპანიის ჩატარებას ბენეფიციარების პირდაპირი ჩართულობით რასთან დაკავშირებითაც ჩვენ "მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე გვესაუბრა.

"პროექტის ბენეფიციარები, ყრუ და უსინათლო ადამიანები, ჩაერთვებიანი საჭიროებების გამოვლეის პროცესში. ვგეგმავთ მექანიზმის შემუშავებას, რომლის შემუშავებასა და დანერგვაშიც თვითმმართველობის ჩართულობა აუცილებელია, რათა მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამების ბენეფიციარების საჭიროებები იყოს ნამდვილად შეფასებული და მათი ჩართულობით იყოს შემუშავებული ახალი პროგრამები და სერვისები" - ამბობს ოლგა ენდელაძე

"მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების" თავმჯდომარის თქმით, თანამედროვე სოციალური პროგრამების დაგეგმვის მიდგომა ეფექტურობაა, რომელიც საჭიროებეის შეფასების გარეშე შეუძლებელია.

პროექტ "ადვოკატირება ეფექტური სოციალური პროგრამების დაგეგმვისათვის" ფარგლებში მომდევნო კვირების განმავლობაში ყრუ და უსინათლო ადამიანებთან, მათ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ფოკუს ჯგუფები ჩატარდება. შეხვედრების შემდგომ გამოვლენილი საჭიროებების ანალიზი კი საჯარო იქნება.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები