„10 ნაგავმზიდი მანქანა და 1 500 ნაგვის ურნა გვაქვს შესაძენი“ - მარნეულის მერი
მარნეულის მუნიციპალიტეტში ნარჩენების მართვა და
სტიქიური ნაგავსაყრელების პრობლემა
აქტუალობას არ კარგავს.
სოფელ კასულმოსა და ულაშლოს მაცხოვრებლები ნაგვის ურნების არასებობის
გამო ჩივიან. მათი თქმით, სოფელში სტიქიური ნაგავსაყრელიც კი არ აქვთ
განსაზღვრული და მოსახლეობა ნაგავს სადაც მოეხერხებათ იქ ყრიან.
ორი სოფლის მაცხოვრებლების ვარაუდით, სანაგვე ურნების განთავსების
შემთხვევაში სოფელში ნარჩენების პრობლემა აღმოიფხვრება.
"ვისაც როგორ უნდა ისე ყრის ნაგავს, აიღებენ ნაგვის
ვედროებს და ზუსტად არხებში ყრიან. მერე ამ არხით სარგებლობა
გეზიზღება. გზის შუა გულში, სადაც მოეხერხებათ იქ ყრიან ნაგავს."
"ვისაც სად უნდა იქ ყრის ნაგავს. მთელი სოფელი ნაგავსაყრელად
იქცა."
"ნაგვის ურნები რომ იყოს კარგია, გზატკეცილებზე კი ნანახი მაქვს ერთი
ორი ურნა, მაგრამ სოფელში არასდროს დამინახვას."
მარნეულის მერი ზაურ დარგალი რამდენიმე დღის წინ კასუმლოსა და ულაშლოს
სტუმრობდა. მოსახლეობამ მას არსებულ პრობლემაზე უამბო რაზეც მერმა
განაცხადა, რომ დამატებითი ნაგავმზიდი მანქანის შეძენას გაგმავენ.
"პირველ რიგში შესაბამის ტექნიკის შეძენა უნდა მოხდეს.
სადღაც 10 ნაგვმზიდი მანქანა უნდა შევიძინოთ. 1 500 ნაგვის ურნა
გვაქვს შესაძენი. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ფონდებთან
რათა ერთ-ორ წელიწადში მივიღოთ 100%-იანი შედეგი და სოფლებიდან
სრულიად იყოს გატანილი ნაგავი(ნარჩენი). ასევე, ძალიან
მნიშვნელოვანია, რომ მოსახლების დახმარებით მოხდეს ნარჩენებთან
ბრძოლა, რადგან მნიშვნელოვანია იცოდნენ, რომ არხებში ნაგვის გადაყრა
არ შეიძლება. თუ ჩვენ არ ვიმუშავებთ მოსახლებასთან რამდენი ნაგვის
ურნაც არ უნდა დაყენდეს თუ მოსახლება გააგრძელებს არხებში და
გზისპირას ნაგვის გადაყრას ჩვენ პრობლემას ვერ
მოვაგვარებთ." - ამბობს ზაურ დარგალი
მერმა ასევე აღნიშნა, რომ სტიქიურ ნაგავსაყრელებთან საბრძოლველად ახალ
პროექტს იწყებენ, რის მთავარი ამოცანაც მოსახლების ინფორმირებულობაა,
ამისათვის კი, ახალგაზრდა მოხალისეების დახმარებით, მაშტაბურ
ცნობირების ასამაღლებელ კამპანიებს ჩაატარებენ.
რადიო "მარნეული"