მარნეულს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი ექნება
მარნეულს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ოთხი ახალი ცენტრი ექნება.


აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს. მათი ინფორმაციით, ქალაქ მარნულს, სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულს, შაუმიანსა და ქუთლიარს, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ადმინისტრაციული შენობები ექნებათ, რომელიც აღჭურვილი იქნება ყველა საჭირო ინვენტარით, რაც მოსახლეობას შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სამედიცინო მომსახურების მაღალი ხარისხის სერვისი.

პროექტის ფარგლებში, თითოეულ ცენტრში დასაქმებული პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობა შეიქმნება.

ცენტრების სამშენებლო სამუშაოებს, 24 ივლისს, ადგილზე გაეცნენ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი ზაურ დარგალი, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილე დავით ტორუასთან ერთად.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტებს მარნეულში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუნიციპალიტეტთან ერთად ახორციელებს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები