„ემოციებისგან შორს უნდა ვიყოთ, პოლიტიკური პარტიები თავიანთ განცხადებებში ფრთხილად უნდა იყვნენ" - სავალან მირზოევი დავით გარეჯზე
„ემოციებისგან შორს უნდა ვიყოთ, პოლიტიკური პარტიები თავიანთ განცხადებებში ფრთხილად უნდა იყვნენ. იმიტომ რომ ეს არც საქართველოს და არც აზერბაიჯანისთვის არაა ხელსაყრელი“ - ამ განცხადებით საქართველოს პარლმენტის წევრი, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი, სავალან მირზოევი, რადიო „მარნეულთან“ საუბრის დროს , დავით გარჯის მონასტერის გარშემო მომხდარ ამბავს ეხმაურება.

სავალან მირზოევის თქმით, ორივე ქვეყანას შორის მომხდარი დაძაბულობა პროვოკაციულ ხასიათას ატარებს და აქ პოლიტიკური ინტერესებია. ამბოს, რომ ქვეყნებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და ეს პრობლემა მალე მოგვარდება. მირზოევი აცხადებს, რომ ყველა მომთმენი უნდ იყოს ასეთ სიტუაციაში.

„როგორც ვიცით, ორივე ქვეყნის მეთაურებს შორის ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ჩატარდა და კომისიების შეხვედრა გაიმართა. უკვე მომდევნო შეხვედრის ჩატარებაც იგეგმება. ნებისმიერი დაძაბულობის შემქმნელ პროვოკაციული ხასიათის საკითხებს კრიტიკა უნდა. ჩვენ ეს ბევრ უწყებაში საუბრისას გამოვაცხადეთ , რომ ნებისმიერი პროვოკაციული ხასიათის საქციეელი დაუშვებელია. არის ერთი ჯგუფის ადამიანები, რომლებსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის დაძაბულობა სურთ და ამით ზოგიერთებს თავიანთი პოლიტიკური ინტერესების და ეკონომიკურად სარგებლის მიღება სურთ. ამიტომ, ცოტა მომთმენი უნდა ვიყოთ. ორივე მხრიდან კომისიებში გამოცდილი პიროვნებები მუშაობენ. მათ შორის შეხვედრები ისევ ჩატარდება და მე ვიმედოვნებ ,რომ ეს პრობლემა მალე მოგვარდება - უნდა დაველოდოთ. ჩვენ ქართულ საზოგადოებასთან მოლაპარაკებას ვმართავთ. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებსაც ჩვენი ესმით და არის ზოგი ჯგუფები, რომელიც პროვოკაციით არის დაკავებული. ესეც გასაგებია, რომ მესამე ძალის მიმართ ინტერესესის მქონე პირებია“- ამბოს სავალან მირზოევი.

საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე მესაზღვრეებს შორის შეწინააღმდეგებას დეპუტატი უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ ეს „დაუშვებელია“. მირზოევის თქმით, ქვეყნის მეთაურები საკითხის მშვიდად მოგვარებას ცდილობენ და ამ კუთხით პროვოკაციული ხასიათის საქციელები არასამართლიანია.

„არ აქვს მნიშვნელობა , აზერბაიჯანი თუ საქართველოს მხრიდან რამე მოხდეს. ასეთი საქციელები დაუშვებელია. ამასთან დაკავშირებით ჩემი აზრიც ვთქვი, რომ ეს არასწორია. ჩვენ ვხედავთ, რომ ორივე ქვეყანას შორის საკითხის მოსაგვარებლად მშვიდად და კონსტრუქციულად მიმდინარეობს მოლაპარაკებები.
- ამბობს სავალან მირზოევი.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები