მარნეულში, ქალზე, ძალადობის მუხლით გამოძიება დაიწყო
მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, სავარაუდოდ, ქალზე ძლადობის ფაქტი დაფიქსირდა. ამავე სოფლის მცხოვრებლების თქმით, დაზარალებული ქალი ორ თვეზე მეტია მარტო ცხოვრობს, რადგანაც მისი მეუღლე საავადმყოფოში იმყოფება. მათი თქმით, ქალზე თანასოფლელმა იძლაადა, რომელმაც, სვარაუდოდ, იცოდა, რომ ის სახლში მარტო იყო.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ მამაკაცი ღამის საათებში დაზარალებულის სახლში შეიპარა. ქალმა სახლში სხვა პირის შესვლა იგრძნო და სინათლის ანთების დროს თანასოფლელი დაინახა. კაცმა ის შეშინა და ფიზიკურად გაუსწორდა. დაზარალებული მრავალი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდიანრეობს, რაც ფიზიკურ ძალადობას გულისხმობს. უწყებაში განმარტავენ, რომ სავარაუდო დამნაშავე უკვე დადგენილია და ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს.
Print