სიახლე
"დაძალებით" ჩაბარებული ეროვნული გამოცდა და სხვა თვალით დანახული სამშობლო


ნაშირ ორდუხანონოვი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ დარბაზიდან მესამე ადამიანია, ვინ სწავლა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძო.
ღიმილით იხსენებს 2016 წელს, როდესაც დედის და ბიძის თხოვნით ერთიან ეროვნულ გამოცდაზე გასასვლელად დარეგისტრირდა. დრო გავიდა  და გამოცდაზე გასვლის დღეც დადგა . არც ამჯერად მოუფიქრებია ნაშირს გამოცდაზე საკუთარი ნებით გასვლა. ისევ სიცილით გვიყვება, რომ ბიძას თბილისში გასეირნების პირობით დათანხმდა, რომ გამოცდას დაწერდა.

„ბავშვობის პერიოდში შეიძლება ითქვას, რომ წარმატებული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ მე-11 და მე-12 კლასში უკვე აღარ ვსწავლობდი, სწავლის ინტერესი არც მქონდა. ქართულის შესწავლაც მეთერთმეტე კლასიდან დავიწყე, როდესაც სკოლაში ქართველი მასწავლებელი მოგვივიდა. ბიძაჩემმა დამირეკა, რომ გამოცდებზე რეგისტრაცია დაწყებული იყო და დავრეგისტრირდი. ამის შემდეგ კიდევ თვითონ დამირეკა, რომ ვალ შენი გამოცდა არისო. წასვლა არ მინდოდა საერთოდ. მითხრა, რო წამოდი სასეირნოდ წავიდეთ თბილისშიო და ასე გავედი გამოცდაზე“ - ახლა ღიმილით იხსენებს ამ ყველაფერს ნაშირ ორდუხანოვი, რომელიც სტუდენტი იმავე წელს გახდა.

ნაშირი გვიყვება, რომ მოსამზადებელ კურსზე, რასაც უნივერსიტეტში გადიოდა, მთავრ პრობლემას ენობრივი ბარიერი უქმნიდა. ახლა კი როცა ენაც შეისწავლა და განათლების მიღების მთავარ აზრსაც ჩაწვდა, სამომავლოდ დიდი გეგმები აქვს.

„უნივრსიტეტში ჩაბარებამდე ყველაფერს რადიკალურად ვუყურებდი.  სულ სხვა მოსაზრებებით ვცხოვრობდი. ნელ-ნელა ქართულიც ვისწავლე და გავიაზრე, რომ განათლების მიღება ჩემთვის მნიშვნელოვანია. იმასაც ეტყვით, რომ გამოცდაზე გასვლამდე სერიოზულად ვფიქრობდი თურქეთში ან აზერბაიჯანში წასვლაზე. საქართველოში ცხოვრებას არ ვაპირებდი. უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა“ - გვითხრა ნაშირმა

სხვათაშორის, ნაშირ ორდუხანოვი, რომელსაც ერთ დროს ენობრივი ბარიერი აშინებდა და საქართველოდან წასვლაზე ფიქრობდა, 20-21 ივნისს თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სიტყვით გამოვიდა და გავრილოვის პარლამენტში ყოფნა გააპროტესტა.  ნაშირ ორდუხანოვი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტია. პროფესიულ წინსვლას და წარმატებას სწორედ ამ სფეროში გეგმავს.


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“
საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ისაუბრეს.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“ საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ
სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ
წასვლის უფლება არ მისცეს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.