მარნეულის მერი მესამე მოადგილის დანიშვნას ჯერ არ განიხილავს
მარნეულის მერი მოადგილის დანიშვნისა და საკადრო ცვლილებების საკითხს ჯერ არ განიხილავს.

ზაურ დარგალმა რადიო "მარნეულთან" საუბრისას განაცხადა, რომ ჯერ არ უფიქრია თუ ვინ შეიძლება გახდეს მერის მესამე მოადგილე, რადგან ამ ეტაპზე საქმესა და ხალხთან ურთიერთობაზეა ორიენტირებული.

"საკადრო პოლიტიკა თავისთავად მნიშვნელოვანია, თუმცა ამ ეტაპზე მე უფრო ვფიქრობ, რომ პრიორიტეტულია მოსახლეობასთან შეხვედრები, პროექტების განხორციელება და ახალი ინიციატივები, რითაც ჩვენ ვართ დაკავებული." - გვითხრა მარნეულის მერმა

ზაურ დარგალმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ საკადრო ცვლილებების მიმართულებით, ახლო მომავალში, ოცამდე ვაკანტურ ადგილზე გამოაცხადებენ კონკურსს.

მარნეულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფოროსის ნინო დეკანოიძის თქმით, ამ ეტაპზე შეუძლებელია ვაკანტური პოზიციების დასახელება, რადგან თვის ბოლომდე რამდენიმე თანამშრომელს შესაძლოა შრომითი კონტრაქტის ვადა გაუიდეს. დეკანოიძე ვერც იმას გვიდასტურება თუ როდისათვის იქნება ცნობილი ვაკანტური ადგილების რაოდენობა და პოზიციების ჩამონათვალი და ამბობს, რომ მონაცემები ვაკანსიების გამოცხადებისას გახდება ცნობილი.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები