მარნეულის მერია კულტურის ცენტრთან არსებულ თეატრალური დასის წევრებს ფულადი ჯილდოთი წაახალისებს

მარნეულის მერია კულტურის ცენტრთან არსებულ თეატრალური დასის წევრებს ფულადი ჯილდოთი წაახალისებს.
ამის შესახებ ინფორმაცია, დღეს, 29 ივლისს საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა. მერიიდან მიღებული წერილი, საკრებულოს წევრმა რომან ტაბატაძემ დამსწრეებს გააცნო.

„მიმდინარე წელს კულტურის ცენტრი იმყოფებოდა პოლონეთში, სადაც წარადგინეს სპექტაკლი „აირწინაღი“. ჩვენს მუნიციპალიტეტში ჯერ არ გვაქვს თეატრი  და ეს შემადგენლობა, რომელიც აკეთებს თეატრებს, არის ენთუზიაზმზე. დაკომპლექტებულია კულტურის ცენტრის თანამშრომლებით   და უშუალოდ მათ მოვალეობაში არ შედის სპექტაკლების მოწყობა , მაგრამ ამ მიმართულებით ისინი შრომობენ და დასაფასებლები არიან. ამიტომ ჩვენ გვინდა დავაფასოთ მათი შრომა და დავეთანხმოთ მერიას, რომ ფულადი ჯილდო გამოვყოთ თითოეულისთვის 500 ლარის ოდენობით“ - თქვა რომან ტაბატაძემ

საკრებულოს წევრებმა საკითხზე  ერთხმად მიიღეს დადებითი გადაწყვეტილება. ჯილდოს სახით 500-500 ლარს 9 ადამიანი მიიღებს.


Print