რუსლან გაჯიევი საქართველოს პარლამენტში არასაპატიო გაცდენების მიზეზად პირად საქმეებს ასახელებს
მარნეულელი პარლამენტარი, რულან გაჯიევი, საქართველოს პარლამენტში არასაპატიო გაცდენების მიზეზად პირად საქმეებს ასახელებს. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბარში ამბობს, პარლამენტში როგორც საკომიტეტო ასევე პლენარული სხდომების გაცდენა ოჯახური პირადი საქმეების გამო მოუწია.

გაჯიევს ხუთ თვეში 10 გაცდენა დაუგროვდა, რსთვისაც ხელფასიდან 6 936 ლარი ჩამოაჭრეს.

გაჯიევი იმ დეპუტატების ხუთეულშია, რომლებსაც გაცდენების გამო ხელფასიდან ყველაზე მეტი თანხა ჩამოეჭრა. აღნიშნულ ინფორმაციას
On.ge საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილი მონაცემების საფუძველზე ავრცელებს
.

პარლამენტიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით, თებერვლიდან ივნისის ჩათვლით პლენარული სხდომების განცდების გამო დაჯარიმდა 24 დეპუტატი, მათგან ყველაზე მეტი თანხა, 3 699,2 ლარი დაექვითა ქართული ოცნების დეპუტატს რუსლან გაჯიევს პლენარული სხდომის 10-ჯერ გაცდენისთვის.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google