სიახლე
რაზე ისაუბრებდნენ მარნეულელი აქტივისტები „ქართულ ოცნებას“ პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრა რომ არ დაემალა
მარნეულელ ახალგაზრდებთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას ძირითადად „ქართული ოცნების“ აქტივისტები ან მერიის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ისეთი ახალგაზრდები, როგორცი მარიამ სამხარაძე, რაშან ზიადალიევი, საკინა რუსტამოვა და რავილ მამედოვი არიან შეხვედრაზე არ ყოფლიან. მათ არ მიეცათ საშუალება ესაუბრათ ისეთ თემებზე, როგორიცაა განათლების ხელმისაწვდომობა, ქართული ენის ცოდინის დონე პარლამენტარებსა და საკრებულოს წევრებში, „გავრილოვის ღამის“ შედეგებზე და მარნეულისა და საქართველოსათვის მნიშვნელოვან სხვა თემებზე.

რადიო „მარნეული“ იმ აქტივისტებს დაუკავშირდა, რომლებიც არჩილ თალაკვაძესთან შესახვედრად „დაბლოკეს“.

მარიამ სამხარაძე. ფოტო აღებულია მისი ფეისბუქ გვერდიდან

მარიამ სამხარაძე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის მარნეულის ოფისის კოორდინატორია. მარიამი თვლის, რომ ორგანიზატორებმა არ გაითვალისწინეს მარნეულის სპეციფიკა და შეხვედრაზე მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები დაპატიჟეს.

„სასურველი იქნებოდა, რომ აუდიტორია დაბალანსებული ყოფილიყო. მესმის, რომ ყველა შესაძლოა ვერ დასწრებოდა შეხვედრას იმიტომ, რომ შეზღუდული იყო რაოდენობა, მაგრამ სასურველი იყო, რომ ყველა განსხვავებული ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდა ყოფილიყო მიწვეული. ვფიქრობ, რომ შეხვედრა „ჩაის სახლის“ რესურსებით იყო დაორგანიზებული და სწორედ ამიტომ ესწრებოდნენ მას მხოლოდ ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები, მაგრამ ზაურ დარგალს შეეძლო გამოეყენებინა მერიის რესურსი. მერიას ჰყავს ძალიან კარგი ახალგაზრდული განყოფილება და მათ შეეძლოთ შეხვედრაზე მიეყვანათ როგორც ეთნიკურად აზერბაიჯანელი, ისე ქართველი და სომეხი ახალგაზრდები.“ - გვითხრა მარიამ სამხარაძე

რავილ მამედოვი. ფოტო აღებულია მისი ფეისბუქ გვერდიდან

ახალგაზრდა აქტივისტი, რავილ მამედოვი თვლის, რომ თალაკვაძესთან შესახვედრად მხოლოდ პარტიული აქტივისტები იყვნენ მიწვეულნი. „აქტივისტი ქვია და აქტივისტი არაა“ გვეუბნება რავილი და აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტის შესახებ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაიგო, მონაწილეებს შორის კი მხოლოდ ერთი აქტივისტი სამირა ბაირამოვა დაინახა.

„პარლამენტის ახალი თავმჯდომარე ჩამოდის მარნეულელ ახალგაზრდებთან შესახვედრად და იქ მხოლოდ „ქართული ოცნების“ წევრები, თავისი პარტიის მხარდამჭერები ხვდება. გაუგებარია თუ ვისთან მოდის შესახვედრად, თავისივე აქტივისტებთან!? ასეთი შეხვედრა ხომ თბილისშიც შეეძლოთ გაეკეთებინათ. ეს არაა სინამდვილე, თუ უნდოდა, რომ მარნეულის ან საერთოდ საქართველოს პრობლემები ნახოს, მაშინ ნამდვილ აქტივისტებთან უნდა გამართოს შეხვედრა.“ -ამბობს რავილ მამედოვი

რავილის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდებოდა ისეთ თემებთან დაკავშირებით დაიწყებდა საუბარს როგორიც პარლამენტარებში ქართული ენის ცოდნის დონეა.

„მაინტერესებს მისი დამოკიდებულება ისეთი დეპუტატების მიმართ, რომელიც მის გვერდით იჯდა. საუბარი მაქვს მახირ დარზიევზე, რომელმაც ქართული არ იცის, რუსლან გაჯიევზე, რომელიც ერთ-ერთი პირველია პარლამენტის სხდომების გაცდენების მიმართულებით და ა.შ. ასევე, მაინტერესებს თუ როგორი დამოკიდებულება აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს 20-21 ივნისის ღამეს მომხდარ დარბევასთან დაკავშირებით“ - გვითხრა რავილ მამედოვმა

საკინა რუსტამოვა. ფოტო აღებულია მისი ფეისბუქ გვერდიდან

ქართული ენის ცოდნის დონესთან დაკავშირებით დასვავდა კითხვას კიდევ ერთი მარნეულელი აქტივისტი საკინა რუსტამოვა. საკინას თქმით, მისთვის საინტერესოა პარლამენტის თავმჯდომარეს აზრი იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ საკრებულოს წევრების თითქმის 90%-მა ქართული ენა არ იცის და მათი საქმიანობა მხოლოდ სხდომებზე ხელის აწევაა.

„პარლამენტის თავმჯდომარესთა შეხვედრა საერთოდ არ იყო სამართლიანი, რადგან მარნეულში გვყავს ძალიან ბევრი აქტიური ახალგაზრდა, რომლებმაც კარგად იციან რაიონის პრობლემები. ჩვენც გვქონდა უფლება, რომ ამ შეხვედრებში მიგვეღო მონაწილეობა და საინტერესოა თუ რატომ შეზღუდეს ახალგაზრდების მონაწილეობა. იქ იყვნენ ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც „ქართული ოცნების“ აქტივისტები არიან და შესაძლოა, რომ საერთოდაც არ იცოდნენ მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ.“ - ამბობს საკინა რუსტამოვა

რაშან ზიადალიევი. ფოტო აღებულია მისი ფეისბუქ გვერდიდან

ახალგაზრდებთან არაფორმალურ შეხვედრას დადებითად აფასებს რაშან ზიადალიევი. ახალგაზრდა აქტივისტის თქმით, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა, მაგრამ მას არ მოსწონს, რომ შეხვედრაზე მხოლოდ ახალგაზრდების ერთი ჯგუფი იყო მიწვეული, რომელთა უმეტესობა „ქართული ოცნების“ წევრი ან მერიის თანამშრომელი იყო.

„შეხვედრაზე არ იყვნენ მიწვეულნი ეთნიკურად ქართველი მარნეულელი ახალგაზრდები. ასეთი მონოეთნიკური შეხვედრები ხელს უშლის ჩვენს ინტეგრაციას, ანუ ჩვენ მარნეულშიც არ ვართ ინტეგრირებული ერთმანეთს შორის.“ - ამბობს რაშან ზიადალიევი

ზიადალიევის თქმით, მისთვის საინტერესოა თუ რას ფიქრობს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, არჩევნებთან დაკავშირებით, სამართლიან სასამართლოსთან დაკავშირებით და ა.შ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მარენულელ ახალგაზრდებს გუშინ 28 ივლისს, მარენულის „ჩაის სახლში“ შეხვდა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი
USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის
წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის
მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს
აპროტესტებენ.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი
მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის
ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება
დაიწყო.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება დაიწყო.
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო
დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი
გამოაცხადა.
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა,
რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს
(ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა
მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის
გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
თბილისში ბავშვს მატარებელი
დაეჯახა.
თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე
წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს,
დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს.