"მე იქ აქტივისტები ნაკლებად ვნახე, იყვნენ განათლებული, ქართულ ინსტიტუტდამტავრებული ახალგაზრდები" - ნავერიანი პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე
„მე თვითონ შემატყობინა (არჩილ თალაკვაძემ) ჩავდივარ მარნეულშიო“ - ასეთი პასუხი გაგვცა მარნეულელმა პარლალამენტარმა თამაზ ნავერიანმა კითხვაზე თუ ვისი დაორგანიზებული იყო 28 ივლისის შეხვედრა მარნეულელ აქტივისტებთან. არჩილ თალაკვაძის  მარნეულელ აქტივისტებთან შეხვედრას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა, უარყოფითად მიიღო შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ აქტივისტების ყოფნა.  თუმცა ნავერიანი გვეუბნება, რომ შეხვედრაზე თავად ნაკლებად შეამჩნია აქტივისტები.

„ეგ შეხვედრა იყო სრულიად ახალგაზრდებთან და  წარმატებული ახალგაზრდები ესწრებოდნენ შეხვედრას ჩაის სახლში. მე იქ აქტივისტები ნაკლებად ვნახე, იყვნენ განათლებული, ქართულ ინსტიტუტდამტავრებული ახალგაზრდები, ვინც ძირითადად ქართულ ენაზე საუბრობს. ეს განსაკუთრებულად კი არ იყო ამ მიმართულებით. ეს იყო ეთნიკური უმცირესობების მიმართულებით, როგორც არჩილ თალაკვაძეს ჰქონდა სურვილი შეხვედრის“ - გვითხრა თამაზ ნავერიანმა და აღნიშნა, რომ საუბრები სხვადასხვა მიმართულებას შეეხო: ქვეყნის წინსვლა, სამომავლო გეგმები, რა ხედვები აქვთ ახალგაზრდებს და რა პროფესიას არიან ისინი ამჟამად  დაუფლებული. 

„საზოგადოებაში რომელი ახალგაზრდებიც გამორჩეულად არიან აქტიურები იმათ შეხვდნენ“ - თქვა თამაზ შეხვედრით კმაყოფილმა ნავერიანმა.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები