სიახლე
საკრებულოს არჩევნები პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს - ახმედ იმამკულიევი
„ველოდებით ცვლილებებს ადგილობრივ თვითმმართველობებთან დაკავშირებით“ - ეს განცხადება რადიო „მარნეულთან“ საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე საუბრისას „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ახმედ იმამკულიევმა გააკეთა.

იმამკულიევი თვლის, რომ საპარლამენტო არჩევნების მსგავსად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროსაც პროპორციული სისტემა უნდა მუშაობდეს, რათა მმართველ პარტიას გავლენიანი ადამიანების მეშვეობით საკრებულოების უმრავლესობის დაკავების შესაძლებლობა არ ჰქონდეს.

„ჩვენ ვხედავთ მანიპულაციას ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების მხრიდან, როდესაც ისინი ყოველთვის იყენებენ ავტორიტეტიან, ფულიან, ადამიანს საკრებულოში მოსახვედრად. როდესაც იქნება პროპორციული სია, ამ შემთხვევაში ვნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც იქნებიან ნიჭიერები და საჭირო საკრებულოში მუშაობისთვის“ -ამბობს ახმედ იმამკულიევი

იმამკულიევმა მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და განმარტა, რომ მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული პაკეტი ნაწილობრივ მისაღებია. „ევროპული საქართველოს“ წევრისათვის მიუღებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ პარტიებს ოპონენტის ანტირეკლამაზე შეზღუდვები დაუწესდა და ანტირეკლამის ნაწილად სარეკლამო რგოლის 25% განისაზღვრა.

„ეს არის ჩემთვის მიუღებელი იქედან გამომდინარე, რომ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებსაც სურს რაიმე პოლიტიკური რეკლამის განთავსება, იქნება ეს მეორე მხრის ანტირეკლამა თუ თავის ქება, ეს არის მათთვის კონსტიტუციით მინიჭებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უფლება. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ხუშტურები. მას სურს რომ გააკონტროლოს თავისუფალი მედია და გააკონტროლოს სიტყვის თავისუფლება“ - განაცხადა ახმედ იმამკულიევმა

იმამკულიევის თქმით, მისთვის მისაღებია 2020 წლის არჩევნებისათვის მთავარი მიღწევა, პროპორციული სისტემის შემოღება, რომელიც საზოგადოებამ აქციების ფონზე მოიპოვა.

რადიო „მარნეული“

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი
USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ბათუმის ნავსადგურს ესტუმრა.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის
წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის
მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს
აპროტესტებენ.
მოძრაობა „ქვეყნის სამსახურში“ ოპერის თეატრის წინ, სადაც „აბრეშუმის გზის ფორუმი“ იმართება, აქციას მართავს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი 20 ივნისის მოვლენებს აპროტესტებენ.
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი
მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს
პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის
ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძნობს ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება
დაიწყო.

მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ტროტუარების მოწესრიგება დაიწყო.
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო
დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი
გამოაცხადა.
მარნულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკონფერენციო დარბაზებისათვის სკამების შესყიდვის ტენდერი გამოაცხადა.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა,
რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს
(ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა
მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის
გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რადგან აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზეა, – ამის შესახებ ტრასეკა-ს (ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანი) სამდივნოს გენერალურმა მდივანმა, მირჩა ჩიოპრაგამ განაცხადა, რომელიც „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ფარგლებში საქართველოს სტუმრობს.
თბილისში ბავშვს მატარებელი
დაეჯახა.
თბილისში ბავშვს მატარებელი დაეჯახა.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე
წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს,
დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს.
საქართველოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე მთავრობას ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, დავითგარეჯას დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭოს.