სიახლე
მარნეულში სტიქიით განადგურებული სახურავებისთვის 1 200 000 ლარი, სახნავ-სათესი მიწებისათვის კი არაფერი გამოიყო
საქართველოს მთავრობამ მარნეულში სტიქიით დაზარალებული ოჯახების დასახმარებლად , მათთვის ვისაც სახლის სახურავი დაუზიანდა, 1 200 000 ლარი გამოყო.

ამის შესახებ ინფორაცია ცნობილი დღეს, 8 აგვისტოს გამართულ მარენულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე გახდა. ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე საუბრისას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვუგარ მამედოვმა განაცხადა, რომ იმ ოჯახებს, რომელთა სახლების სახურავის 30%-ზე მეტი დაზიანდა, საქართველოს მთავრობის დახმარებით გადასახურ მასალას შეუძენენ.

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს სტიქიის შედეგად განადგურებულ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების შესახებ კითხვა დაუსვა საკრებულოს წევრმა რომან ტაბატაძემ. წერეთლის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარს აინტერესებდა თუ რა ეტაპზეა ბანკებთან მოლაპარაკების საკითხი აგროსესხების გადავადებასთან დაკავშირებით.

საკრებულოს სხდომაზე მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძემ განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტმა მასზე დაკისრებული ყველა ვალდებულება შეასრულა. სპეციალურად შექმნილმა კომისიამ დაითვალა ზარალი და შესაბამისი მონაცემები გუბერნიას გადასცა, ამ ეტაპზე კი ბანკებთან მოლაპარაკებებს უშუალოდ გუბერნია აწარმოებს.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე
კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ
მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11
კილომეტრში,
დაზუსტებული ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა სომხეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 11 კილომეტრში,
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ,
ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა
გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა
აქვს.
“რამდენიმე თვეა, მამაჩემის სახლში ვცხოვრობ, ჩვენი ერთადერთი შემოსავალი ბავშვის შშმ ხელფასია, ამბობს - ესმირა გოჯაევა, - ორი შვილი მყავს, ერთს ცერებრალური დამბლა აქვს.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის
დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, –
ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
აშშ-სთან პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა სექტემბერში მოლაპარაკებებს გამართავს, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის
მიმდებარედ მთის ფერდობზე ხანძარია გაჩენილი.
მარნულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის მიმდებარედ მთის ფერდობზე ხანძარია გაჩენილი.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი
მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ
ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, –
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა
ბახტაძემ ახალუბანში, გერკეულების
ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან
გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ახალუბანშიგერკეულების ოჯახში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა.

საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23
415 მართვის მოწმობა გაიცა.
საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში 23 415 მართვის მოწმობა გაიცა.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს
რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.
საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული საქართველოს რვა მოქალაქე გაათავისუფლეს.