"8 აგვისტოს ომი ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია" - მარნეულში აგვისტოს ომის გმირები გაიხსენეს
მარნეულში  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპული მარნეულელი ჯარისკაცების მემორიალთან დღეს დილიდან ხალხმრავლობაა ადგილობრივმა თვითმმართველობის პირებმა ყვავილების გვირგვინით შეამკეს მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

„8 აგვისტოს ომი ჩვენი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთი ტრაგიკული ფურცელია. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ გმირებს, რომლებმაც გვაჩვენეს საუკეთესო მაგალითი თავდადებისა და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს და დაიბრუნოს თავისი  მიწები. ‘“ - თქვა ზაურ დარგალმა. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ მერისა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები. რომლებმაც გაიხსენეს აგვისტოს ომი და პატივი მიაგეს ომში გარდაცვლილთა სულებს.


რუსეთ-საქართველოს ომში მარნეულიდან 9 ადამიანი დაიღუპა



ღონისძიებას ესწრებოდა ოში დაკარგული ჯარისკაცის, მამუკა შუბითიძის დედა, რომელმაც საკუთარი ემოციები გაგვიზიარა.

„8 აგვისტო ჩვენთვის დაუვიწყარია. ასეთი სიმწარე, რაც ჩვენ  გამოვიარეთ, არცერთ დედას არ ვუსურვებ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვისაც ეს ბიჭები გახსოვთ“ - გვითხრა მამუკა შუბითიძის დედამ.



მემორიალთან აღევლინა გარდაცვლილი მეომრების სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი. მოეწყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტომასალის სტენდი. მიმდებარე სივრცე გაფორმდება დეკორაციით. გაიხსენეს ომის მონაწილე გმირები და მათი პირადი ისტორიები.



მარნეულის მერიის ინიციატივით, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომში გარდაცვლილთა 8 ოჯახს თვითმმართველობამ 500-500 ლარი გადასცა.




Print