„თუ დღეს ჩემი სამსახური სამშობლოს დასჭირდა მე მზად ვარ!“ - ფარილ მამედოვი 8 აგვისტოს ომის შესახებ
მარნეულელი ფარილ მამედოვი 1993-დან 2011 წლამდე საქართვალოს სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა.

ფარილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს იხსენებს. მამედოვის თქმით, 2008-ში ის ქუთაისის აეროპორტში გაფრინდა და თვითმფრინავები ომისათვის მოამზადა.

„რუსი ოკუპანტები ქუთაისის კოპიტნარის აეროპორტს როცა ბომბავდნენ მე იქ ვიყავი, მერე ჩვენ ერთი კვირით უსაფრთხო ტყეში წაგვიყვანეს და ერთი კვირა იქ დარჩენა მოგვიწია“ - იხსენებს ფარილ მამედოვი

მამედოვი ამბობს, რომ თვითმფრინავები მარნეულშიც მზად იყო. ფარილი ამ დღეს მწუხარებით იხსენებს და დაკარგული სამხედროები და მიწები ენანება.

ომის ვეტერანმა აღნიშნა, რომ რუსიმა სამხედროებმა პოლიტიკური კუთხით არასწორი ნაბიჯები გადადგეს.

„ჩემთან ერთად ქუთაისში მოღვაწე სამხედრო მეგობარის სიცოცხლე ომს ემსხვერპლა. გადაყრილი ბომბები მასთან ახლოს ჩამოვარდა. მარნეულიდანაც დავკარგეთ მეგობრები“.

მამედოვი მიწებისა და სამშობლოსათვის ბრძოლისათვის მზადყოფნას ახლაც გამოთქვამს.

აღსანიშნავია, რომ ფარილი სამშობლოს მსახურებისთვის პირველი წოდების მედლით დააჯილდოვეს.

შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. ომის დროს რუსი სამხედროების საოკუპაციო ძალებს 224 სამოქალაქო პირი, 14 შსს-ს თანამშრომელი და 170 თავდაცვის სამინსტროს სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები