8 აგვისტო და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მარნეულში სემინარი გაიმართა
დღეს, 8 აგვისტოს, მარენულში საზაფხულო სკოლა „ახალგაზრდა ლიდერების“ ფარგლებში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ სემინარი ჩატარდა. ღონისძიება საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც „ატა ჰოლდინგის“ სპორტულ ცენტრში გაიმართა.

სემინარზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა 2008 წლის ომისა და მისიის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს აზერბაიჯანელთა ინტეგრაციის ცენტრის თავმჯდომარის აიგულ ისაევას თქმით, ღონისძიებაზე 2008 წელს მომხდარი ომის შესახებ მტკივნეული მოგონებები გაიხსენეს.

„ჩვენი მიზანი 2008 წელს მომხდარი რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებაა. ასევე, გავიხსენეთ ამ ომის გმირები და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ფუნქციონეირება“ - ამბობს აიგულ ისაევა

სემინარის შესახებ რადიო „მარნეულთან“ ღონისძიების მონაწილეებმაც ისაუბრეს.

„რუსეთი შემოიჭრა საქართველოში და მოახდინა ოკუპაცია. მოსახლეობას მოუწია საკუთარი სახლების დატოვება და ახლა სხვაგან ცხოვრობენ, მათ კვლავ უნდათ სახლში დაბრუნება.“

„ამ ღონისძიებამ ის ადამიანები გაგვახსენა რომლებიც ომის დროს დაზარალდნენ. სამშობლოს მწუხარება შევახსენეთ.“

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ საქართველოს მტერი რუსეთია. ჩვენი მიწების 20 პროცენტი მათ მიერაა ოკუპირებული. ეს ოკუპირება დღესაც გრძელდება.“
- ამბობენ ღონისძიების მონაწილეები

შეგახსენებთ, რომ დღეს 2008 წლის ომიდან 11 წელი გავიდა. ომის დროს რუსი სამხედროების საოკუპაციო ძალებს 224 სამოქალაქო პირი, 14 შსს-ს თანამშრომელი და 170 თავდაცვის სამინსტროს სამხედროს სიცოცხლე შეეწირა.

რადიო „მარნეული“


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print