სიახლე
„რომ მოხდება კატასტროფა, მერე ვიმოქმედებთ“ - საკრებულოს წევრი ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ პრობლემაზე
“ადით, ნახეთ რა ხდება თეთრიწყაროს გზაზე. იქ ყოველ დღეს საავარიო სიტუაცია შეიქმნება. გზა არის, სადაც ორი მანქანა ვერ აუვლის გვერდს, დატოვეს არხი,რომელსაც დამცავი ჯებირი არა აქვს. ჩავარდება მანქანა და დაღუპულია მძღოლი" - ეს განცხადება საკრებულოს წევრმა, რიჩარდ გიგანმა, 8 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, როგორც თვითონ ამბობს, მეხუთედ გააკეთა და თქვა რომ, მარნეულში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც გზის რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე სისტემა ეწყობა, გზის მონაკვეთი მძღოლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ყოველ წვიმიან ამინდზე შეიძლება მანქანა მოცურდეს, ძალიან ვიწრო გზა არის და იქ შეიძლება არხზე, სადაც დამცავი ჯებირები არ არის, ავარია მოხდეს. პირდაპირ არის ღიად დატოვებული და არ არის გამორიცხული თვეში ერთი სამი-ოთხი ავარია არ იყოს.“ - თქვა რიჩარდ გიგანმა

რიჩარდ გიგანის ნათქვამს მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პრობლემური საკითხის შესახებ მან ინფორმაცია პირველად მოისმინა და საკრებულოს წევრს განცხადების ან წერილის დაწერა სთხოვა, რომელსაც შესაბამის სამსახურთან მერია გადააგზავნის.

ის, რომ ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამას ადილობრივებიც გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ გასავლელი ტროტუარი ფაქტობრივად არ არსებობს

ინვალიდი ადამიანი ვარ და გადასვლას ვერ ვახერხებ გზაზე. მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ“

„გზაზე რომ დავდივართ ორი მანქანა ვერ ეტევა ერთდროულად. გადასასვლელის მაგივრად  ელექტრო ენერგიის ბოძები დაამაგრეს. იქ წესით ტროტუარის ადგილი უნდა დაეტოვებინათ. ჩვენთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თან,  ორმხრივი გზაა“

„ როცა წვიმს, საშინელი ტალახია.ტროტუარი არაა და ხალხმა სად უნდა იაროს არ ვიცით მანქანის გზით დავდივართ და საშიშია, ავარია შეიძლება მოხდეს“
- გვითხრეს ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სამუშაოებში საფრთხეს ხედავენ.  

რადიო "მარნეული" ინფორმაციის გასარკვევად საავტომობილო  გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სამუშაოები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვების და შესაძლო ვარიანტების განსახილველად ოფიციალური წერილით მიმართვა მოგვიწევს. 


FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის
პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის
მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
საქართველოში ზამთრის სეზონზე H1N1-ის ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული,
Kəpənəkçi kənd sakini 52 yaşlı Arzu Şəkərov
Sovet İttifaqı dağıldıqdan sonra kənd ərazisində bir neçə ar (sot)
torpaq sahəsi alıb. Amma onu narahat edən məsələ aldığı torpaq
sahəsi deyil.
Kəpənəkçi kənd sakini 52 yaşlı Arzu Şəkərov Sovet İttifaqı dağıldıqdan sonra kənd ərazisində bir neçə ar (sot) torpaq sahəsi alıb. Amma onu narahat edən məsələ aldığı torpaq sahəsi deyil.
Kəpənəkçi kənd sakini 52 yaşlı Arzu Şəkərov
Sovet İttifaqı dağıldıqdan sonra kənd ərazisində bir neçə ar (sot)
torpaq sahəsi alıb. Amma onu narahat edən məsələ aldığı torpaq
sahəsi deyil.
Kəpənəkçi kənd sakini 52 yaşlı Arzu Şəkərov Sovet İttifaqı dağıldıqdan sonra kənd ərazisində bir neçə ar (sot) torpaq sahəsi alıb. Amma onu narahat edən məsələ aldığı torpaq sahəsi deyil.
სოფელ კაპანახჩის
მცხოვრებმა 52 წლის არზუ შაქაროვმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ
სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც
პატარა შენობაა განთავსებული.
სოფელ კაპანახჩის მცხოვრებმა 52 წლის არზუ შაქაროვმა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ სოფლის ტერიტორიაზე რამდენიმე მეტრი მიწის ნაკვეთი იყიდა, სადაც პატარა შენობაა განთავსებული.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაყიდად
გამოტანილ პიროტექნიკას უკვე შეხვდებით. ერთმანეთის მიყოლებითაა
ჩამწკრივებულ რამდენიმე დახლი, სადაც უამრავი სახისა და  ზომის
ასაფეთქებელი საშუალება დევს.
მარნეულის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე გასაყიდად გამოტანილ პიროტექნიკას უკვე შეხვდებით. ერთმანეთის მიყოლებითაა ჩამწკრივებულ რამდენიმე დახლი, სადაც უამრავი სახისა და  ზომის ასაფეთქებელი საშუალება დევს.
სოფელი კირაჩ მუღანლოს მოსახლეობის თქმით, სახლში
ბუნებრივი აირის გაყვანისათვის „სოკარ გაზის“
სოფელი კირაჩ მუღანლოს მოსახლეობის თქმით, სახლში ბუნებრივი აირის გაყვანისათვის „სოკარ გაზის“
მარნეულის მერიამ რადიო „მარენულს“ მუნიციპალური
ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 2019 წლის 9 თვის ანგარიშები არ
მისცა.
მარნეულის მერიამ რადიო „მარენულს“ მუნიციპალური ა.ა.ი.პ-ებისა და შ.პ.ს-ების 2019 წლის 9 თვის ანგარიშები არ მისცა.
საქართველოს ცემენტის ასოციაცია ცემენტის
ხარისხის შესახებ მერვე ფარული ტესტირების შედეგებს
აქვეყნებს.
საქართველოს ცემენტის ასოციაცია ცემენტის ხარისხის შესახებ მერვე ფარული ტესტირების შედეგებს აქვეყნებს.