„რომ მოხდება კატასტროფა, მერე ვიმოქმედებთ“ - საკრებულოს წევრი ფიროსმანის ქუჩაზე არსებულ პრობლემაზე
“ადით, ნახეთ რა ხდება თეთრიწყაროს გზაზე. იქ ყოველ დღეს საავარიო სიტუაცია შეიქმნება. გზა არის, სადაც ორი მანქანა ვერ აუვლის გვერდს, დატოვეს არხი,რომელსაც დამცავი ჯებირი არა აქვს. ჩავარდება მანქანა და დაღუპულია მძღოლი" - ეს განცხადება საკრებულოს წევრმა, რიჩარდ გიგანმა, 8 აგვისტოს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, როგორც თვითონ ამბობს, მეხუთედ გააკეთა და თქვა რომ, მარნეულში, ფიროსმანის ქუჩაზე, სადაც გზის რეაბილიტაციასთან ერთად სანიაღვრე სისტემა ეწყობა, გზის მონაკვეთი მძღოლებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ყოველ წვიმიან ამინდზე შეიძლება მანქანა მოცურდეს, ძალიან ვიწრო გზა არის და იქ შეიძლება არხზე, სადაც დამცავი ჯებირები არ არის, ავარია მოხდეს. პირდაპირ არის ღიად დატოვებული და არ არის გამორიცხული თვეში ერთი სამი-ოთხი ავარია არ იყოს.“ - თქვა რიჩარდ გიგანმა

რიჩარდ გიგანის ნათქვამს მარნეულის მერის მოადგილე ზაურ ტაბატაძე გამოეხმაურა და თქვა, რომ პრობლემური საკითხის შესახებ მან ინფორმაცია პირველად მოისმინა და საკრებულოს წევრს განცხადების ან წერილის დაწერა სთხოვა, რომელსაც შესაბამის სამსახურთან მერია გადააგზავნის.

ის, რომ ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს, ამას ადილობრივებიც გვიდასტურებენ და ამბობენ, რომ გასავლელი ტროტუარი ფაქტობრივად არ არსებობს

ინვალიდი ადამიანი ვარ და გადასვლას ვერ ვახერხებ გზაზე. მანქანები ერთმანეთს გვერდს ვერ უქცევენ“

„გზაზე რომ დავდივართ ორი მანქანა ვერ ეტევა ერთდროულად. გადასასვლელის მაგივრად  ელექტრო ენერგიის ბოძები დაამაგრეს. იქ წესით ტროტუარის ადგილი უნდა დაეტოვებინათ. ჩვენთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენს. თან,  ორმხრივი გზაა“

„ როცა წვიმს, საშინელი ტალახია.ტროტუარი არაა და ხალხმა სად უნდა იაროს არ ვიცით მანქანის გზით დავდივართ და საშიშია, ავარია შეიძლება მოხდეს“
- გვითხრეს ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრებლებმა, რომლებიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე სამუშაოებში საფრთხეს ხედავენ.  

რადიო "მარნეული" ინფორმაციის გასარკვევად საავტომობილო  გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ სამუშაოები სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული კითხვების და შესაძლო ვარიანტების განსახილველად ოფიციალური წერილით მიმართვა მოგვიწევს. 


Print