მარნეული
სახალხო დამცველმა მირტაგი ასადოვის საჩივრის საფუძველზე ემზარ კვიციანს მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა მირტაგი ასადოვის საჩივრის საფუძველზე ზოგადი წინადადებით მიმართა პარლამენტარ ემზარ კვიციანს, რომლითაც მოუწოდა დეპუტატს, მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.

მირტაგი ასადოვმა სახალხო დამცველის ანტი-დისკრიმინაციულ მექანიზმს საიას დახმარებით 2019 წლის თებერვალში მიმართა. საჩივარში მითითებული იყო, რომ დეპუტატმა სამუშაო შეხვედრისას მირტაგი ასადოვის მიმართ დისკრიმინაციული გამონათქვამი გამოიყენა. კერძოდ, აღნიშნულ ფაქტს ადგილი ჰქონდა 2019 წლის 21 იანვარს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე. სხდომაზე მიწვეულები იყვნენ რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

მირტაგი ასადოვი, როგორც სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს თავმჯდომარე და შეიხი ესწრებოდა აღნიშნულ სამუშაო შეხვედრას და სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სიტყვით აზერბაიჯანულ ენაზე გამოვიდა. მის განცხადებას ქართულ ენაზე თარჯიმანი თარგმნიდა. აზერბაიჯანულ ენაზე მირტაგი ასადოვის გამოსავლას ემზარ კვიციანის რეპლიკა მოჰყვა - „ვერ მოვისმინე ვინ ბრძანდება მაგი [იგულისხმება მირტაგი ასადოვი]? ვერ გავიგე უბრალოდ, საქართველოს მოქალაქეა?“ . რაზეც მირტაგი ასადოვმა უპასუხა, რომ საქართველოს მოქალაქეა. აღნიშნულის შემდეგ ემზარ კვიციანმა მირტაგი ასადოვს: მიმართა: „მერე ქართულად მელაპარაკეთ, მაშინ".

სახალხო დამცველის მიერ გამოცემულ წინადადებაში აღნიშნულია, რომ ემზარ კვიციანის გამონათქვამი ცალსახად იყო მინიშნება, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს, რომელმაც არ იცის ქართული ენა, არა აქვს უფლება, გამოთქვას საკუთარი აზრი პარლამენტში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.

სახალხო დამცველის შეფასებით, მსგავსი მიდგომები ხელს უწყობს ქართული ენის არმცოდნე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების საჯარო სივრციდან გარიყვას, რაც, თავის მხრივ, წინააღმდეგობაშია ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაციის იდეასთან.

იმის გათვალისწინებით, რომ ეთნიკური უმცირესობების სრულყოფილი ინტეგრაცია ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში საქართველოსთვის პრობლემად რჩება, პოლიტიკოსების მხრიდან დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები უარყოფითად აისახება ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე და შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებაზე. ამდენად, სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ აუცილებელია, საჯარო პირებმა გააცნობიერონ საკუთარი პასუხისმგებლობა, არ წააქეზონ დისკრიმინაცია უმცირესობათა მიმართ და ხელი შეუწყონ თანასწორი და ინკლუზიური გარემოს უზრუნველყოფას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ემზარ კვიციანის მიმართვა მირტაგი ასადოვისადმი არის ეთნიკური წარმომავლობის ნიშნით დისკრიმინაციის წახალისების შემთხვევა და მიმართავს დეპუტატს, რომ მომავალში არ წაახალისოს დისკრიმინაცია რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ და დაიცვას 2019 წლის 22 თებერვლის პარლამენტის წევრის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები.

წყარო: ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

ამავე თემაზე
:

კვიციანის დისკრიმინაციული განცხადება რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლის მიმართ
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
1500-ზე მეტი ადამიანით დასახლებულ თაქალოში
არსებობს ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლაშია განთავსებული და მისით
სარგებლობა მხოლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ.
1500-ზე მეტი ადამიანით დასახლებულ თაქალოში არსებობს ბიბლიოთეკა, რომელიც სკოლაშია განთავსებული და მისით სარგებლობა მხოლოდ მოსწავლეებს შეუძლიათ.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე მამუკა ნავერიანი ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის
პრეზიდენტად აირჩიეს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა ნავერიანი ქვემო ქართლის კრივის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს.
 
პირველი შეხვედა, 28 იანვარს, სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლაში 11:00
საათზე შედგება.

 

პირველი შეხვედა, 28 იანვარს, სოფელ საბირქენდის საჯარო სკოლაში 11:00 საათზე შედგება.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას,
მინიმუმ 5 ახალი ავტობუსისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 633 000 ლარი აქვს
განსაზღვრული.
მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას, მინიმუმ 5 ახალი ავტობუსისთვის, 2020 წლის ბიუჯეტში 633 000 ლარი აქვს განსაზღვრული.
ევროკავშირის ფინანსური
მხარდაჭერით, სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში, სველი
წერტილები მოწესრიგდა.
ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფელ თამარისის და წერეთელის საბავშვო ბაღში, სველი წერტილები მოწესრიგდა.
მარნეულის
მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში ახალგაზრდული ცენტრი 2017 წლიდან
ფუნქციონირებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კასუმლოში ახალგაზრდული ცენტრი 2017 წლიდან ფუნქციონირებს.
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში არსებული
პრობლემების მოგვარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის
უფლებების სწავლებისა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანში არსებული პრობლემების მოგვარებისათვის არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა
დღეს, 23 იანვარს, მარნეულის სოფელ ხულდარის
საზოგადოებრივ ცენტრში პოლიციასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
დღეს, 23 იანვარს, მარნეულის სოფელ ხულდარის საზოგადოებრივ ცენტრში პოლიციასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.