დღეს, 31 აგვისტოს, სოფელ ახლო ლალოში ავტოსაგზაო შემთხვევა
მოხდა.
მსუბუქი ავტომობილი ჯერ საგზაო ნიშანს, შემდეგ კი ხეს შეეჯახა რის
შედეგადაც 6 ადამიანი დაშავდა.
როგორც რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მეორე
ნაწილით დაიწყო.
რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ისაფრთხოების ან ექსპლუატაციის
წესის დარღვევას.
ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც ჯანმრთელობის
მძიმე დაზიანება გამოიწვია, –ისჯება ჯარიმით ანდა თავისუფლების
აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან
საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.