სიახლე
ხანჯინაზლოელებსა და კირაჩმუღანლოელებს, ამ ეტაპზე ,მხოლოდ წმინდა გიორგის არხით შეუძლიათ სარგებლობა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხანჯიგაზლოსა და კირაჩმუღანლოს სარწყავი წყლით მომარაგება ამ ეტაპზე მხოლოდ „წმინდა გიორგის არხითაა" შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მელიორაციის ხრამი–დებედას სერვის ცენტრის უფროსმა ალექსანდრე შუკაკიძემ განაცხადა. ის რადიო „მარნეულის“ მიერ მომზადებულ მასალას გამოეხმაურა, სადაც მოსახლეობა სარწყავი წყლის პრობლემაზე გვესაუბრა.

„კირაჩმუღანლოსა და ხანჯიგაზლოში ჩვენი კომპანიის ორი არხი შედის. ერთი არის წმიდა გიორის, ხოლო მეორე გამარჯვების არხი. გამარჯვების არხზე მართალს ამბობენ, რომ წლების განმავლობაშ მანდ წყალი ვერ ავიყვანე. გამომდინარე იქედან, რომ გამარჯვების არხი დამოკიდებული არის მდინარე დებედას წყლის დონეზე. დებედა ჩვენს ტერიტორიაზე სომხეთიდან შემოდის და იქ გვალვიან ამინდებში წყლის სიმცირეა“. - გვითხრა ალექსანდრე შუკაკიძემ და აღნიშნა, რომ "გამარჯვების" წყლით უზრუნვლყოფა სოფელ ხანჯიგაზლოსა და კირაჩმუღანლოში მხოლოდ სექტემბრის ბოლოს ან გაზაფხულის დასაწყისშია შესაძლებელი. იმ დროს, როდესაც ფაქტობრივად ყველაზე ნაკლები მოსავალი მოჰყავს მოსახლეობას.

მართალია, შუკაკიძე ჩვენთან საუბარში ამტკიცებს, რომ წმინდა გიორგის არხით სარგებლობა ორივე სოფელს შეუძლია, თუმცა ვერც ეს დაეხმარება მოსახლეობის მთელ ნაწილს, ვინაიდან, ზოგს მიწის ნაკვეთი შესაძლოა მოშორებით ჰქონდეს.

„გააჩნია მოსახლეობას, თუ ზევით არის მოსახლეობა და თავის საკარმიდამო ნაკვეთების მორწყვა უნდათ, წმინდა გიორგის არხით ვერანაირად ვერ მორწყავენ. სიმაღლეზე ვერ აიყვანენ წყალს და ქვევითა ნაწილში კი ჩვეულებრივადაა შესაძლებელი მორწყვა, როგორც კირაჩმუღანლოში ასევე, ხანჯიგაზლოში. ორივე სოფლის ქვევითა ნაწილისთვის ხელშეკრულება 80 ჰექტარზე მეტ მიწის ნაკვეთზე მაქვს გაფორმებული, რომ წმინდა გიორგის არხით მოირწყას. 3-ჯერ და 4-ჯერ აქვთ მორწყული ნაკვეთები მოსახლეობას “ - გვითხრა ალექსანდრე შუკაკიძემ და აღნიშნა, რომ ამ ორი სოფლიდან არავის მიუმართავს მისთვის პრობლემით.

ორივე სოფელს რომ სარწყავი არხი შეუფერხებლად და დროულად მიეწოდოს, შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი გამოსავალი კაჩაგნის სატუმბო სადგურის აღდგენაა, რომელიც ძალიან დიდი ხნის წინ ფუნქციონირებდა. შუკაკიძის თქმით, სატუმბო სადგურის აღდგენაზე მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საქართველოსთვის ეს არის ძალიან
მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ
საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა,
ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს
უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა
განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო
და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ
ღონისძიებაში მონაწილეობს.
საქართველოსთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, რადგან ქვეყანა გადადის სრულიად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე და ვფიქრობ, ეს არის კარგი შესაძლებლობა, ქვეყანაში განვითარდეს და განმტკიცდეს დემოკრატიული ინსტიტუტები, იყოს უფრო მეტი პლურალიზმი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა განუცხადა, რომელიც „უიესეიდის“ (USAID) ახალი, ოთხწლიანი, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მონაწილეობს.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
„შავი არხი“ კვლავ დაბინძურებულია.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“
საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ისაუბრეს.
დღეს, 18 ოქტომბერს, მარნეულის „ჩაის სახლში“ საქართველოს ეკონომიკაზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული
პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6
მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
ამერიკის მთავრობა საქართველოს ეროვნული პარკების დასაცავად და მათი ეკონომიკური მდგრადობის მისაღწევად, 1.6 მილიონ აშშ დოლარის ხუთწლიან პროგრამას იწყებს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ
სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ
წასვლის უფლება არ მისცეს.
მარნეულის მკვიდრი, რომელსაც ვინაობის გამხელა არ სურს, ამბობს რომ ქუთაისის საერთაშორისო აერპორტში საზღვარგარეთ წასვლის უფლება არ მისცეს.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე
ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო
კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
“რადიო მარნეულის” ჟურნალისტი, ვლადიმერ ჩხიტუნიძე ამბობს, რომ მისი საქმიანობის გამო მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიაში არასასურველი თანამშრომელი გახდა მისი მამა.
17
ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში
ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
17 ოქტომბრის, საღამოს 10 საათისთვის, ჭიათურაში, დარკვეთის მაღაროში ახალგაზრდა მაღაროელი დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018
წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო
გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წელს არასრულწლოვანთა ქორწინების 180-მდე საქმეზე დაიწყო გამოძიება.