ზედამხედველობა ნარჩენების დაყრისთვის საქმისწარმოებას იმის გამო ვერ დაიწყებს, რომ ადგილზე ფაქტს ვერ შეესწრნენ
მარნეულის თვითმმართველობაში ამბობენ, რომ მერიის ზედამხედველობის სამსახური რუსთაველის ქუჩაზე ნარჩენების გადაყრისთვის კანონით გათვალისწინებულ სანქციებს ვერ გამოიყენებს, ვინაიდან, ისინი ადგილზე ფაქტს ვერ შეესწრნენ. ადგილი უკვე დასუფთავებულია

როგორც რადიო "მარნეულს" მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში უთხრეს,  ზედამხედველობის სამსახური დანაგვიანებულ რუსთაველის ქუჩაზე რამდენიმე წუთში მას  შემდეგ მივიდა,  რაც ვიდეო  სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა, თუმცა საქმის წარმოება ვერ დაიწყო.  ის, რომ დანაგვიანებულ ქუჩაზე არაერთი ვიდეო კამერაა განთავსებული, სადაც ფაქტის გამოვლენაა შესაძლებელი, მერიაში ამბობენ, რომ ამის ბერკეტი მათ არ გააჩნიათ და ვიდო-კამერიდან  ჩანაწერს ვერ ამოიღებენ.

რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტმა დღეს, 13:08 საათზე რუსთაველის ქუჩაზე ვიდეო გადაიღო, სადაც ჩანს თუ როგორაა, სავარაუდოდ, ერთ-ერთი კვების ობიექტიდან გამოტანილი კონტეინერები ქუჩაზე მიმოფანტული.





Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები