მარნეულის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყება
მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო
ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 სექტემბერს განახლდება.
ამის შესახებ ინფორმაცია
ბაგა-ბაღების გაერთიანების უფროსმა ზაურ ქარამოვმა მოგვაწოდა და თქვა,
რომ ამ ეტაპზე მარნეულში 14 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, რაც ცხადია,
ვერ უზრუნველჰყოფს მარნეულის მასშტაბით სკოლამდელი განათლების
მიღებას.
ქარამოვის თქმით, ახლო მომავალში დაგეგმილია 2 ახალი საბავშვო ბაღის
მშენებლობა.