ეკომიგრანტების ოჯახმა ბანკის ვალის გამო სახლი დაცალა

მალხაზ შანთაძის ოთხსულიანმა ოჯახმა საკუთარი საცხოვრებელი სახლი სოფელ ხიხანში უკვე დაცალა.
მსგავს ვითარებაში ბანკის ვალის გამო აღმოჩნდნენ. ოჯახს სასწრაფოდ შესატანი 4 000 ლარი არ აქვს. მალხაზის მეუღლე მზიური ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბანკებთან მოლაპარაკების მცდელობაც არაერთხელ ჰქონდა, თუმცა კომერციულმა დაწესებულებამ შეღავათზე უარი განუცხადა. ეკომიგრანტი ოჯახი თავს დროებით მეზობელთან შეაფარებს.

“დღეს იყო ბოლო დღე, რომ სახლი დაგვეცალა. არ ვიცი რა უნდა ვქნა. არანაირი გასაქანი არ მომცა საქართველოს ბანკმა. 8 000 ლარი მაქვს სულ გადასახადი, მაგრამ სასწრაფოდ 4000-ს გვთხოვენ. გადანაწილება მინდოდა ამ თანხის... სად ვიშოვეო მე ხიხანში 4 000 ლარი? იცით რა მაქვს, რა პირობებში ვცხოვრობ? არანაირი საშუალება არ მაქვს. ბაღში ვმუშაობ 250 ლარს ვიღებ და საჭმელი არ მინდა? შვილები არ მყავს სახლში? - ამბობს მზიური.

მზიური ხუთი შვილის დედაა. მათგან ორი არასრულწლოვანია. ამბობს, რომ მას არც სოციალურად დაუცველის სტატუსი მიანიჭეს. დახმარების სახით 50 ლარს მრავალშვილიანობის გამო, მხოლოდ მცირეწლოვნებზე იღებს. არც მისი ქმარია დასაქმებული. მზიური ამბობს, რომ დახმარების სათხოვნელად ადგილობრივ თვითმმართველობაშიც იყვნენ მისულები.

„ჩემი მეუღლე მარნეულის მერსაც შეხვდა, უთხრეს, რომ ჩვენ ბანკებს არ ვეხებითო და წამოვიდა სახლში უკან“

შანთაძეების ოჯახს სახლის დასაცლელად 10 დღე ჰქონდათ მიცემული.


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები