მარნეულის საკრებულოს დეპუტატები კაბინეტებიდან გამოსვლას აპირებენ
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება“ 2020- 2023 წლის ბიუჯეტის პრირიტეტების შერჩევას იწყებს. მოსახლეობასთან შეხვედრები 9 სექტემბრიდან დაიწყება და 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. როგორც რადიო მარნეულთან საუბრისას საკრებულოს თავმჯდომარემ ამირან გიორგაძემ თქვა, პრიორიტეტებზე მუშაობა მნიშვნელოვანია.

„პირდაპირ მოსახლეობისგან გვაინტერესებს რა აწუხებთ, რა უნდათ. ახლა წლის ბოლოა და ბიუჯეტი უნდა მივიღოთ და დავამტკიცოთ. სწორედ ამიტომ გვაინტერესებს გავითვალისწინოთ მოსახლეობის მოთხოვნები რისი გაკეთება სურთ.“ - გვითხრა ამირან გიორგაძემ.

გიორგაძე ამბობს, რომ მოსახლეობასთან სპეციალურად შექმნილი კითხვარებით იხელმძღვანელებენ.

რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით აღნიშნულ გამოკითხვაში მონაწილეობას საკრებულოს წევრები „ევროპული საქართველოდან“ დამოუკიდებლად მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ მოსახლეობასთან დაახლოების ინიციატივა საკრებულომ გასულ წელსაც დაანონსა, თუმცა მათი გასვლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში არასაკმარისი ინფრასტრუქტურის გამო ჩაიშალა.

გთავაზობთ სოფლების ჩამონათვალს, შეხვედრის ადგილს და დროს:






გარეკანის ფოტო აღებულია მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუკ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები