„სად მივყავართ ამ გზას“ მარნეულში მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა


4 სექტემბერს „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ მასწავლებლების და მოსწავლეების მიერ მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „სად მივყავართ ამ გზას“ პრზენდაცია გაიმართა.

ფილმის ჩვენება დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო.

ფილმის ძირითადი თემა სოფელ მოლაოღლში და ხულდარაში არსებული გზის პრობლემა იყო. ფილმში ნაჩვენებია ორივე სოფელის ვითარება წვიმიან ამინდებში.

„ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ დირექტორის არიზ დაშდამიროვის თქმით, მათ სურთ ნაჩვენები ფილმით ადგილობრივ თვითმმართველობას მიაწვდინონ ხმა. იმედოვნებს, რომ პრობლემა მოგვარდება.

ცერემონიაში მონაწილეობას იღებდნენ მარნეულში მოქმედი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და აქტივისტები. პრეზენტაციის დასარულს შეხვედრის მონაწილეებმა ფილმის შესახებ დისკუსია მოაწყვეს.



 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები