მარნეულის მერია და საკრებულო არამუდმივმოქმედი სამუშაოსთვის თანამშრომელს ეძებს
„მერია და საკრებულო ითხოვს, რომ არამუდმივოქმედი ხასიათის სამუშაოსთვის აიყვანოს ორი პიროვნება, რომელსაც კარგად ეცოდინება აზერბაიჯანული და ქართული ენა“ - ეს განცხადება დღეს, 6 სექტემბერს, საკრებულოს სხდომაზე, რომან ტაბატაძემ გააკეთა.

დეპუტატმა თქვა, რომ მსგავსი ადამიანების მოძებნა ბოლო პერიოდში გააქტიურებულმა მოსახლეობამ გამოიწვია.

„მოსახლეობის მოთხოვნები იმატებს მერიას და საკრებულოში.  გარკვეულმა ნაწილმა არ იცის ქართული ენა და მათთან კომუნიკაცია გასაგები რომ იყოს, ამიტომ გვინდა ავიყვანოთ ორი თანამშრომელი. არამუდმივმოქმედი იქნება. მათთვის  შესაძლოა რაღაც კონკრეტული დავალების მიცემა მოგვიწიოს. მაგალითად, მოქალაქე , რომელიც შემოვა და არ იცის სახელმწიფო ენა და განცხადების დაწერა უნდა, ის დაეხმარება. „ - თქვა რომან ტაბატაძემ

დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე სულ 9 საკითხი განიხილეს. ყველა საკითხზე დეპუტატებმა გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.



Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები