მარნეულელი პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია
მარნეულელი პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხუთეულშია. პედაგოგობის გამოცდილება გიორგის არაერთი წელია აქვს, თუმცა მარნეულში მუშაობა მან პირველად 2012 წელს სოფელ შაუმიანშის N3 საჯარო სკოლაში დაიწყო. ახლა ის მარნეულის N2 საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის მასწავლებლად მუშაობს.

„როდესაც კონკურსში გადავწყვიტე მონაწილეობის მიღება, სურვილი მქონდა, რომ ათეულში მოვხვედრილიყავი.  ეს უკვე იყო ჩემთვის წარმატება და სასიხარულო ამბავი. რაც შეეხება ხუთეულში მოხვედრას ამაში დარწმუნებული არ ვიყავი გამომდინარე იქედან, რომ ათეულში მონაწილე ადამიანები როდესაც გავიცანი ვფიქრობ, რომ ნებისმიერი მათგანი იმსახურებდა ფინალში ყოფნას“. - გვითხრა გიორგი ჭაუჭიძემ.

კითხვაზე, გამარჯვების შემთხვევაში, რისი მანიშნებელი იქნება გიორგი ჭაუჭიძესთვის მასწავლებლის ჯილდოს  მიღება ასე გვიპასუხა

„სიმართლე გითხრათ, ამ კონკურსში მონაწილეობა იმიტომაც მინდოდა, რომ საზოგადოებაში იყოს პოპულარული რასაც ჰქვია  პედაგოგიკური საქმიანობა. ზოგადად მინდა, რომ ამ სფეროს შესახებ საზოგადოებამ უფრო მეტი იცოდეს. არა მხოლოდ რეგიონებში, არამედ მთელ საქართველოში“. - უთხრა რადიო „მარნეულს“ ეროვნული ჯილდოს ერთ-ერთმა ფინალისტმა გიორგი ჭაუჭიძემ.

2019 წლის 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, წლის საუკეთესო მასწავლებელი გამოვლინდება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები