"თასუას" მსვლელობას მარნეულის მერიც შეუერთდა


დღეს, მაჰარამის თვის მეცხრე , თასუას დღესთან დაკავშირებით სამგლოვიარო მსვლელობა მოეწყო მარნეულში.


სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველოს“ ორგანიზებით დღევანდელ მსვლელობას მარნეულის მერიც შეურთდა.

სექტემბერი -, მაჰარამის წმინდა თვე, წლის პირველი თვე მუსლიმური კალენდრის მიხედვით.
ამ თვის მე- 9 და მე- 10 დღეს აშურას- ორდღიანი გლოვის დღე აღინიშნება. ამ დღეს მუსლიმები იხსენებენ 72 წამებულ შიიტს. მათშორის შიიტების მესამე იმამს -ჰუსეინს. რომელიც 680 წელს ბრძოლის ველზე მოკლეს პატარა ქალაქ ქარბალაში, დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე.

მარნეულში აშურას სამგლოვიარო მსვლელობა დილით დაიწყო და მთავარ მეჩეთამდე გაგრძელდა. სადაც მორწმუნეებმა ლოცვა გააგრძელეს.

აშურას კომემორაციას ერთ-ერთი ცენტრალური და იდენტობის განმსაზღვრელი ადგილი უკავია შიიტურ ისლამში. თავისი დრამატული ლიტურგიული და რიტუალური გამოხატულებით აშურას სხვა ვერცერთი დღესასწაული ვერ შეედრება შიიტურ ტრადიციაში.

Print