"ჯერჯერობით ვტოკავთ" - მარნეულის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მგზავრობის სავარაუდო გაძვირებაზე
იმ შემთხვევაში თუ საწვავის ფასი კიდევ მოიმატებს, შესაძლოა,  მგზავრობა მარნეულის მუნიციპალიტეტის შიდა ხაზებზეც გაიზარდოს. ამის შესახებ ვარაუდი გამოთქვა კერძო კომპანიის, შპს „ექსპრეს ტურისტის“ დირექტორმა იური სამხარძემ და თქვა, რომ „თუ გაიზრდება საწვავის ფასები იძულებული გავხდებით მგზავრობის ღირებულობა გავზარდოთ.  როგორღაც ვტოკავთ ჯერჯერობით“ - გვითხრა იური სამხარძემ და მგზავრობის ღირებულების მატება იმ შემთხვევაში ივარაუდა, თუ საწვავის ფასი მცირეოდენით მაინც  მოიმატებს. მგზავრობის ღირებულება უცვლელი რჩება მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფ ტრანსპორტზე. 

აღსანიშნავია, რომ იური სამხარაძის კუთვნილ სატრანსპორტო კომპანიის ბალანსზე მარნეულში მოძრავი N1 და N2 სამარშრუტო ტაქსები ირიცხება.

მგზავრობა გაძვირდა მარნეული-თბილისის მიმართულებით. თუ აქამდე მოსახლეობას 2 ლარის გადახდა უწევდა, ახლა ეს თანხა 50 თეთრით გაიზარდა. საწვავის ღირებულება 3 ლარამდე აღწევს. მაგალითად, „სუპერის“ ფასი მერყეობს 2.69 – 2.74 ლარის ფარგლებში. ამავე საწვავის ფასმა დეკემბრის თვიდან დაახლოებით 10 თეთრით მოიმატა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები