შეასრულებს თუ არა ზაურ დარგალი სტუდენტებისთვის დანაპირებს გაძვირებული მგზავრობის საფასურის ფონზე
მარნეული-თბილისის მიმართულებით ტრანსპორტის ღირებულება გაძვირდა. თუ აქამდე მოსახლეობას 2 ლარის გადახდა უწევდა, ახლა ეს თანხა 50 თეთრით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მარნეულელი სტუდენტების უმრავლესობას ყოველდღიურად უწევს გადაადგილება თბილისში, რაც საკმაო ხარჯთანაა დაკავშირებული.

მარნეულის მერი ზაურ დარგალი წინასაარჩევნო პროგრამის ფარგლებში, რადიო „მარეულის“ ეთერის მეშვეობით მარნეულელ სტუდენტებს დაჰპირდა, რომ შეღავათიან სატრანსპორო პაკეტს შექმნიდა.




დღეს უკვე მერად არჩეული ზაურ დარგალი ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში ამბობს, რომ მისი დანაპირები ძალაში რჩება, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტიკისგან თავს იმ მიზეზით იკავებს, რომ საკითხი სამუშაო პროცესს გადის.

„გეგმა ძალაშია. ჩვენ უახლოეს მომავალში გამოვაცხადებთ ახალგაზრდების განვითარების სტრატეგიის გეგმას, სადაც ერთ-ერთი კომპონენტი იქნება სწორედ სტუდენტების მხარდაჭერა. ეს აისახება როგორც სხვადასხვა ხელშეწყობის პროგრამებზე, ასევე მგზავრობის საფასურის მხარდაჭერაში მერიის მხრიდან". - თქვა ზაურ დარგალმა

რომელი კატეგორიის სტუდენტებზე გავრცელდება მერიის მიერ შემუშავებული სტრატეგია და რა ძრითად მიმართულებებს მოიცავს ის, ამის შესახებ ინფორმაცა როგორც მარნეულის მერი ამბობს, ახლო მომავალში გახდება ცნობილი და პრეზენტაციის სახე ექნება.

Print