მარეულში სახლი გაქურდეს (VIDEO)
დღეს, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე ერთ-ერთი კერძო საცხოვრებელი სახლი გაქურდეს. როგორც რადიო მარნეულს სახლის მეპატრონის ახლობლებმა განუცხადეს, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა და ოქროული. ქურდობის დროს ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. ისინი მეჩეთში აშურას გლოვის დღეს ესწრებოდნენ. 

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.




Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები