მარნეულის სკოლებში სასწავლო წელი 16 სექტემბრიდან დაიწყება
მარნეულის მასშტაბით ყველა სკოლაში სასწავლო წელი 16 სექტემბერს დაიწყება .

როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა თქვა, მარნეულის სკოლებს სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებთ არანაირი პრობლემა არ აქვთ.

სასწავლო წელს ახლადაშენებულ სკოლაში დაიწყებენ N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები. N1 საჯარო სკოლა სამი წლის განმავლობაში მარნეულის N8 საჯარო სკოლის შენობაში იყო გადასული. სკოლის მშენებლობისათვის ტედერი დაახლოებით 5-ჯერ ჩაიშალა, მაგრამ საბოლოოდ სკოლის აშენება 2019-2020 სასწავლო წლისათვის შესაძლებელი გახდა.

რესურცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ მარნეულის 17 სკოლას ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, ხოლო ამ ეტაპზე 8 სკოლის აშენება/რეაბილიტაცია იგეგმება.

რადიო „მარნეული“

Print