სიახლე
კაჩაგნის საზოგადოებრივ ცენტრში დასაქმებისათვის მეორედ გამოცხადებული ვაკანსიები დასრულდა
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანაში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება . ადგილობრივებს ჯერ კიდევ არ აქვთ ინფორმაცია თუ ვის უნდა მიმართონ დასაქმებისთვის. როგორც იუსტიციის სამინისტროში რადიო „მარნეულს“ უთხრეს, უკვე მეორედ გამოაცხადეს HR.gov.ge-ზე ვაკანსია. ამჟამად კი შერჩევის ეტაპი დაიწყეს.

მცხოვრებლების თქმით, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა სოფელ კაჩაგანსა და სხვა სოფელბში, მნიშვნელოვანია. მათ სამუშაოსთვის შორი მანძილის გავლა არ მოუწევთ და შესაძლებლობა ექნებათ ადგლზე დასაქმდნენ.

დასაქმების სურვილის მქონე ახალგაზრდებმა განაცხადი საიტზე არაინფორმირებულობის გამო ვერ გააგზავნეს.

„მე ძალიან მაინტერესებს საიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება. ვაკანსიები რომელ გვერდზეა განთავსებული. სამწუხაროდ, არ ვიცი. რომ მცოდნოდა გავაგზავნიდი და ვიმუშავებდით“- თქვა კაჩაგნის მკვიდრმა.

ვისაც გაუმართლა და ვაკანსიის შესახებ ინფორმაცია ახლობლისგან გაიგო, მან CV გააგზავნა.

„არ მქონდა ინფორმაცია. უბრალოდ მეგობარმა მითხრა და გავაგზავნე განაცხადი. პასუხი როდის იქნება არ ვიცი. ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს“ - თქვა ნურანა მუსაევამ.

როგორც ჩვენ მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში გვითხრეს, იუსტიციის სამინისტრომ მერიას ვაკანტური ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება სთხოვა, რის შემდეგაც, მერიამ კაჩაგნის ადმინისტრაციული ერთეულის მერის რწმუნებული ჩააყენა საქმის კურსში.

ის, რომ მსგავს მნიშვნელოვან საკითხებზე მოსახლეობის ინფორმირება საჭიროა, ეს მარნეულის მერმა, ზაურ დარგალმაც დაგვდასტურა, თუმცა გითხრა, რომ სამინისტროს თხოვნის შესახებ მან არაფერი იცოდა და საქმეში გარკვევას დაგვპირდა.

რადიო "მარნეული"

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
სოფელ საიმერლოს ახალი საბავშვო ბაღი
აქვს.
სოფელ საიმერლოს ახალი საბავშვო ბაღი აქვს.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც კვირას, 15 სექტემბერს
სამგორის მეტროსადგურის ლიანდაგებში ჩავარდა,
გარდაიცვალა.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც კვირას, 15 სექტემბერს სამგორის მეტროსადგურის ლიანდაგებში ჩავარდა, გარდაიცვალა.
მარნეულის საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, 16
სექტემბერს, 1 800-მდე პირველკლასელმა დაიწყო.

მარნეულის საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, 16 სექტემბერს, 1 800-მდე პირველკლასელმა დაიწყო.


<span style=

ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის
ხევიდან “პიქსელის”
ჭავჭავაძის გამზირზე, ვარაზის ხევიდან “პიქსელის”
ჭავაჭავაძის გამზირზე მიმდინარე
ილიაუნის ეზოში მიმდინარე მშენებლობისას მიწა ჩაიშალა, მიწის მასივის
ქვეშ მოყოლილი მუშა კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ
საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
ჭავაჭავაძის გამზირზე მიმდინარე ილიაუნის ეზოში მიმდინარე მშენებლობისას მიწა ჩაიშალა, მიწის მასივის ქვეშ მოყოლილი მუშა კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ საგანგებო სიტუციების მართვის სააგენტოში ადასტურებენ.
ქუთაისში, ქალის გაუპატიურების მცდელობით, ერთი
პირი დააკავეს.
ქუთაისში, ქალის გაუპატიურების მცდელობით, ერთი პირი დააკავეს.
2018 წელს მარნეულელი
ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომლებმაც თანხა შეაგროვეს
(900 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაწყებითებზე სწავლობდა. ჯგუფი
მარნეულელი ადილ ალიევის ინიციატივით შეიქმნა.

2018 წელს მარნეულელი ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი, რომლებმაც თანხა შეაგროვეს (900 ლარი) იმ სტუდენტებისთვის, ვინც დაწყებითებზე სწავლობდა. ჯგუფი მარნეულელი ადილ ალიევის ინიციატივით შეიქმნა.