მარნეულის 3 სოფელში გზების რეაბილიტაცია, ერთში კი მოასფალტება იგეგმება
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ 4 სოფელში გზების მოასფალტება/რეაბილიტაციისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებელი ტენდერები გამოაცხადა.

პირველი ტენდერის მიხედვით, მერია 25 400 ლარს ქალაქ მარნეულში იაღლუჯის დასახლებაში გზების მოასფალტების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაში გადაიხდის.

რაც შეეხება მეორე ტენდერს, მერია 18 000 ლარად სოფელ დოლისყანის, აღმამედლოსა და ხუტორ-ლეჟბადინის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას შეიძენს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობამ ორივე ტენდერი 11 სექტემბერს გამოაცხადა. მათში მონაწილეობის მსურველ კომპანიებს კი სატენდერო წინადადებების წარდგენა 20-დან 23 სექტემბრამდე პერიოდში შეეძლებათ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები