მარნეულში სწავლა 1 800-მდე პირველკლასელმა დაიწყო

მარნეულის საჯარო სკოლებში სწავლა დღეს, 16 სექტემბერს, 1 800-მდე პირველკლასელმა დაიწყო.



მუნიციპალიტეტში სულ 74 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს ორი მათგანი სოფელ აღკულასა და ოფრეთის საჯარო სკოლები პირველკლასელების გარეშე დარჩნენ. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ქენან ომაროვმა თქვა, ეს არაა პირველი შემთხვევა როდესაც მარნეულის სკოლებს პირველკლასელები არ ჰყავთ. სოფელ აღკულაში უკვე სამი წელია ეს მდგომარეობაა.

სწავლა ახლადაშენებულ სკოლაში დაიწყო მარნეულის N1-მა საჯარო სკოლამ. სასწავლო დაწესებულება სამი წლის განმავლობაში მარნეულის N8 საჯარო სკოლის შენობაში იყო შეკედლებული.

რესურცენტრის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარნეულის 17 სკოლას ნაწილობრივი რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, ხოლო ამ ეტაპზე 8 სკოლის აშენება/გარემონტება იგეგმება.

17 სკოლის რეკონსტრუქციისათვის საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მუნიციპალიტეტს 1 419 545 ლარი გადასცა. ჯერ-ჯერობით უცნობია თუ რამდენი დაიხარჯება 8 სკოლის აშენება/გარემონტებაზე, მაგრამ ცნობილია, რომ ამ ხარჯსაც ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაფარავს.

რადიო "მარნეული"

 

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები