ქალების პოლიტიკაში ჩართულობაზე მარნეულში დისკუსია გაიმართა
ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებით დღეს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ის ძირითადი გამოწვევები, რომლებსაც ქალები პოლიტიკაში აწყდებიან.

როგორც ჩვენთან საუბრისას საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის IRI-ს გენდერული თანასწორობის პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო დოლიძემ თქვა, ქალები პოლიტიკაში ძალიან ბევრ პრობლემებს აწყდებიან, რომლებიც ერთის მხრივ კულტურულ და ტრადიციულ ფაქტორებთანაა დაკავშირებული.

„მეორე მხრივ, სახელმწიფო არ ახალისებს პოლიტიკას და თავად პოლიტიკური პარტიები, რომლებსაც ბევრი ქალი წევრები ჰყავთ, არჩევნების დროს მათ არ ანომინირებენ გამსვლელ პოზიციებზე და სიებში არ არიან ეს ქალები წარმოდგენილი. თუ ქალს სიაში ვერ ჩავსვათ, მას ვერ ავირჩევთ, ამიტომ რა თქმა უნდა, აქ მთავარი აქტორები პოლიტიკური პარტიები არიან“ - გვითხრა ნინო დოლიძემ

შეხვედრას ესწრებოდნენ მარნეულში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების, მერიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. როგორც ჩვენთან საუბრისას სახალხო დამცველის გენდერის რეგიონულმა წარმომადგენელმა ქვემო ქართლშ მარიამ გვიდიანმა თქვა, გენდერული სტერეოტიპები, ოჯახის ზრუნვის ტვირთი და სხვა ფაქტორები ქალების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობას უშლის ხელს.

„სახალხო დამცველის რეკომენდაციები სწორედ იქეთკენ მიემართება, რომ მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივ დონეზე მოახდინონ ქალთა საჭიროებების კვლევა, სხვადასხვა შეხვედრებში მიიღონ ქალებმა მონაწილეობა, შეხვდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მნიშვნელოვანი საკითხის განხილვის დროს და მოისმინონ ქალთა აზრი და რაც მთავარია, ქალთა საჭიროებები შემდგომში აისახოს ბიუჯეტში“ - ამბობს მარიამ გვიდიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქალების არარსებობა უარყოფითად შეაფასა საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ. ის იმედს იტოვებს, რომ მომდევნო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებით მარნეულის საკრებულოში ქალთა რიცხვი გაიზრდება.

გამომდიანრე იქედან, რომ ქალი არის უფრო მშვიდობისმოყვარე და კონფლიქტის დაძაბვასაც არ შეუწყობს ხელს ვფიქრობ, რომ უფრო გაწონასწორებულ გადაწყვეტილებებს მიიღებს და რაც მთავარია გაითვალისწინებს ბავშვებისა და ქალების საჭიროებებს, რადგან ქალები სხვა კუთხით ხედავენ პრობლემებს და მათი გადაჭრის განსხვავებული ხედვა აქვთ“. - გვითხრა ნინო ბერიძემ

შეხვედრა მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ორგანიზებითა და ქალთა დემოკრატიის ქსელის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა
.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები