მოვაჭრეებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმები მერიასთან გააპროტესტეს

დღეს, 23 სექტემბერს, მარნეულში მომუშავე ყასაბებმა სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმები გააპროტესტეს. ისინი მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და დახმარებას ითხოვდნენ


„შემოვიდნენ, შეამოწმეს ხორცის ეტიკეტი, ბეჭედი ჰქონდა, წყალი მდოიდოა, ფორმა 2 მქონდა, მითხრეს, არანაირი პრობლემა არ არისო. წავიდნენ და ორი დღის შემდეგ ისევ მოვიდნენ მაცივარი ნახეს რატომაა 15%-ზეო. ვთქვი, მყიდველები შემოდიან , ხსნიან - ხურავენ და დაიწია-თქო. 1000 ლარიანი ჯარიმის ქვითარი დამაჭერინეს ხელში". 

„ხორცს ეტიკეტი ჰქონდა, წყალიც მოდიოდა, ფორმა 2 არის. ერთადერთი ღვიძლი მქონდა გასაყიდი და სისხლიანი იყო. მაგაზე დამიწერეს ჯარიმა და თქვეს, რატომაა სისხლიანიო. აბა, ღვიძლი როგორი იქნება?"


მოვაჭრეებს მარნეულის მერი, ზაურ დარგალი დელაპარაკა. უთხრა, რომ სააგენტოს მიერ დაწერილი ჯარიმები მათი უფლებამოსლება არ არის, თუმცა დაჰპირდა, რომ სხვადასხვა უწყებას დაუკავშირდებიან და საქმეს გაარკვევენ.

 


Warning: Invalid argument supplied for foreach() in /var/www/marneulifm.ge/public_html/templates/default/html/com_content/article/default.php on line 166
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები