დღეს, 23 სექტემბერ, მარნეულის მერიის მიმდებარე
ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა აქცია
გამართეს.
აქცია საქართველოს აზერბაიჯანელთა ასოციაციის ორგანიზაბით მოეწყო.
ორგანიზაციის უფროსი როვშან ალიევი ამბობს, რომ ადგილობრივი
ხელისუფლება და დეპუტატები მათი პრობლემებით არ ინტერესდებიან. 19
აგვისტოს მიწერილ წერილზე, მერიას დღემდე არ უპასუხია.
“აქ, ყველა ავადმყოფია და თქვენი
მოსმენა უნდათ. 40-50 ლარი არაფერია და მათ არ ჰყოფნით. ამ ხალხს
დახმარება სჭირდებათ”.
ალიევი ამბობს, რომ ზაურ დარგალი მერად არჩევის შემდეგ შშმ პირებს
სათანადოდ ვერ აქცევს ყურადღებას.
“ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს. წამლებს ვყიდლობთ, გზაში გვეხარჯება.
წამალს 50%-ინაი ფასდაკლებით გვაძლევენ, მაგრამ მაინც
ძვირია.”
სახელმწიფოს მიერ მიღებული სოციალური დახმარებით უკმაყოფილებას აქციის
სხვა წევრებიც გამოთქვამენ.
„წერილს გვწერენ რომ თქვენთან თანამშრომლობა გვინდაო.
ჩვენ ზაურ დარგალთან ვერ ვითანამშრომლებთ. სხვა რეგიონებში შშმ პირებს
როგორი პირობები აქვთ და ჩვენ 50 - 70 ლარ გვაძლევენ. ჩვენ რადგან
აზერბაიჯანლები ვართ უნდა ვიტანჯოთ აქ? ზაური არის ხალხის მტერი.
დეპუტატები , რუსლან ჰაჯიევი და თამაზ ნავერიანი ტელეფონს რატომ
მითიშავს. ამ ხალხმა არ აგირჩიათ? ახლა რატომ არ აქცევთ ყურადღებას.
2020 წელს ხმას აღარ მივცემთ“.
მარნეულის მერმა ზაურ დარგალმა თქვა, რომ მუნიციპალიტეტი ყოველთვის
სთავაზობდა ხალხს დახმარების პროგრამა და დღესაც გრძელდება.
„ჩვენ უკვე სოციალური დახმარებისთვი მილიონზე მეტი თანხა
გამოვყავით. ამ თანხის ფარგლებში უკვე სხვადასხვა ოპერაციების,
ანალიზების და პრეპარატების დაფინანსება მოხდა. ასევე დიალეზის
საჭირების მქონეებს 50-70 ლარს გზის ფულს აძლევდნენ. სახელმიწფო
ბიუჯეტი კი მათ 100 პროცენდით აფინანსებს. დღეს ჯანდაცვის სფეროში
არსებული პროგრამები ბევრ განვითრებულ ქვეყნებში არაა. მომავალ წელს
სოციალურ ბიუჯეტს გავზრდით და, რა თქმა უნდა, ამ ადამაინების აზრს
გავითვალისწინებთ“.
დარგალის თქმით, 2020 წლის ბიუჯეტში სოციალური პროგრამების საკითხებს
მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა.