ქურდობა მარნეულში - ოჯახის თქმით, წაღებულია დიდი ოდენობით თანხა
დღეს, 28 სექტემბერს, მარნეულში, მაზნიაშვილის
ქუჩაზე, სახლი გაქურდეს.
შემთხვევა დაახლოებით 11:00 საათზე მოხდა. რადიო
"მარნეული" ოჯახის ერთ-ერთ წევრს ესაუბრა, რომელმაც თქვა,
რომ შვილის ქორწილისთვის შენახული 15 000 დოლარი და ოქროულობა
მოპარეს.
ამბობს, რომ დილით სამსახურში იყვნენ წასულები, დაბრუნებისას კი
სახლში ტალახიანი ნაფეხურები და ერთი ღია ფანჯარა შეამჩინიეს. ადგილზე
მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.
როგორც რადიო მარნეულს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს,
ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე
მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობა, რაც ბინაში უკანონო
შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს.