მარნეულელი ახალგაზრდებისათვის რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის მეორე ფაზა იწყება
მეწარმეობით დაინტერესებულ მარნეულელ ახალგაზრდებს ეძლევათ შანსი ჩაერთონ რეგიონული ახალგაზრდული სამეწარმეო პროექტის II ფაზაში.

პროექტის მიხედვით, 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები გაივლიან ტენინგებს, რათა მათი სამეწარმეო იდეა სრულფასოვან საპროექტო წინადადებად ჩამოყალიბდეს. როგორც ჩვენთან საუბრისას სამხარეო განვითარების ასოციაციის ახალგაზრდული მიმართულების ხემძღვანელმა რევაზ ჯაველიძემ თქვა, პროექტი ახალგაზრდებისათვის სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზეა ფოკუსირებული.

"პროექტი ფოკუსირებულია ახალგაზრდებისათვის ისეთი სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარებაზე რაც მათ ხელს შეუწყობს, რომ სრულფასოვანი ბიზნეს პროექტები განავითარონ და ასევე, მიიღონ მონაწილეობა საგრანტო კონკურსში რომელში გამარჯვების შემთხვევაშიც მათ ექნებათ შესაძლებლობა დააფინანსონ მათ მიერ წარმოდგენილი საპროექტი იდეა" - ამბობს რევაზ ჯაველიძე

რეგიონულ ახალგაზრდულ სამეწარმეო პროექტში ჩართულ მონაწილეებს შეუძლიათ მოიპოვონ 10 000 ლარამდე დაფინანსება. პროექტში მარნეულთან ერთად კიდევ რვა მუნიციპალიტეტი, მათ შორის ბოლნისიც, არის ჩართული.
პროგრამის პირველ ფაზაში სამი მარნეულელი ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას. მათ დაფინანსების მოპოვება ვერ შეძლეს. რევაზ ჯაველაძე იმედოვნებს, რომ ამ ეტაპზე მარნეულიდან უფრო მეტი აქტივობა იქნება.

"იმედი მაქვს რომ ამ ჯერზეც იქნება საკმაო აქტივობა ახალგაზრდების მხრიდან და პირველ რიგში დარეგისტრირდებიან პროექტში მონაწილეობის მისაღებად" - გვითხრა რევაზ ჯაველიძემ

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდებმა რეგისტრაცია, 2019 წლის 3 ოქტომბრის 17:00 საათამდე, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის ოფიციალურ ვებგვერდზე უნდა გაიარონ.

პროგრამის მხარდამჭერები არიან აწარმოე საქართველოში, შემოქმედებითი საქართველო, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია კრისტალი, საქართველოს ეროვნული ბანკი და თიბისი ბანკი.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები