შშმ პირების სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით მარნეულში შეხვედრა გაიმართა
მარნეულში დღეს, 2 ოქტომბერს, შშმ პირებისთვის მუნიციპალური სოციალური სერვისების შექმნის სისტემურ მიდგომებზე სემინარი გაიმართა.

სემინარზე, რომელსაც მარნეულის მერიის, შშმ პირების, არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევასთან დაკავშირებით ისაუბრეს. კვლევის შედეგად ორგანიზაციამ უსინათლო და სმენადაქვეითებული ბენეფიციარების საჭიროებები გამოიკვლია რასთან დაკავშირებითაც ჩვენ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე ოლგა ენდელაძე გვესაუბრა.

„პირველ რიგში საუბარია გამცილებელის სერვისების შესახებ, სურდო თარჯიმნების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალური სოციალური პროგრამების შესახებ საერთოდ არაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამ ჯგუფის ბენეფიციართათვის“ - გვითხრა ოლგა ენდელაძემ

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარემ გვითხრა, რომ შეხვედრის მთავარ მიზანს შშმ პირების ინტეგრაციის ხელშემწყობ პროგრამასთან დაკავშირებით თვითმმართველობასთან მსჯელობაა.

უსინათლოთა კავშირის წევრის, სურიკ ჩიჩიანის თქმით, მათი მთავარი მიზანი მერიის საქმიანობასა და მათ მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართულობაა.

„ჩენი პრობლემების მოგვარებას დიდი დრო და ბიუჯეტი უნდა. მთავარ პრობლემას მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურა წარმოადგენს, შუქნიშნები და საზოგადოებრივ ტრანსპორტში გაჩერებები უნდა გახმოვანდეს, უსინათლოებისათვის ტროტუარების ადაპტირებაა საჭირო და ასევე სმენადაქვეითებულებისათვის მათ ენაზე თარგმანი“ - ამბობს სურიკ ჩიჩიანი

შშმ პირებისთვის მუნიციპალური სოციალური სერვისების შექმნის სისტემურ მიდგომებზე სემინარი პროექტ „ადვოკატირება ეფექტური სოციალური პროგრამების დაგეგმვისთვის ფარგლებში გაიმართა.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები