აზერ სულეიმანოვმა 2017 წელთან შედარებით გასულ წელს 11 032 ლარით ნაკლები ხელფასი აიღო
მარნეულელმა პარლამენტარმა აზერ სულეიმანოვმა 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს უფრო ნაკლები ხელფასი აიღო.

სულეიმანოვის მიერ 2019 წლის 28 მაისს გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით მან პარლამენტში მუშაობის შედეგად 2018 წელს 49 253 ლარის ოდენობის ხელფასი აიღო. მისი 2017 წლის ხელფასის ოდენობა კი 60 285 ლარს შეადგენდა.

სულეიმანოვის დეკლარაცია სხვა მხრივ 2018 წელს გამოქვეყნებული დეკლარაციისაგან არ განსხვავდება.

სულეიმანოვის დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ მის საკუთრებაში მხოლოდ 2000 წელს 20 000 დოლარად შეძენილი 336 კვ.მ საცხოვრებელი სახლია.

მარნეულელ პარლამენტარს სხვა სახის უძრავი ქონება არ გააჩნია.

მის საკუთრებაში ასევე შედის 2013 წელს 10 000 დოლარად შეძენილი Toyota Camry.

სულეიმანოვს საბანკო ანგარიშზე თანხა საერთოდ არ აქვს, მაგრამ მისი დეკლარაციის მიხედვით 8 000 დოლარს ნაღდი ფულის სახით ფლობს.

აზერ სულეიმანოვი პარლამენტარი 2016 წლის არჩევნების შემდე გახდა.

რადიო "მარნეული"

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები