„მომავალ წელს არ იქნება პრობლემა, მანამდე „ვინუჟდენში“ ვართ - ქარამოვი N3 საბავშვო ბაღის პრობლემაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება სიტუაციის გამოსწორებას ბაღებში წელს ვერ გვპირდება. გაერთიანების უფროსის ზაურ ქარამოვის თქმით, აღსაზრდელები რომ გარეთ არ დარჩენილიყვნენ, იძულებულები გახდნენ განსაზღვრულზე მეტი რაოდენობა მიეღოთ.

„მომავალ წელს აშენდება ორი ახალი ბაღი და არ იქნება ეს პრობლემა. მანამდე კი „ვინუჟდენში“ ვართ. თან ახლა, რეზერვიდან დავამატეთ ბავშვები, ვისი მშობლებიც მუშაობენ და შესაძლებლობა არ აქვთ“ - თქვა ზაუ ქარამოვმა

ის, რომ N3 საბავშვო ბაღში ბავშვებს საკმარისი საწოლები არ აქვთ , ქარამოვი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა გარკვეულწილად იმით მოგვარდება, რომ ბავშვების სრული რაოდენობა არ ივლის ბაღში. ამის გარანტიას კი „საკუთარი გამოცდილების საფუძველზე იძლევა“.

„გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, ასე იქნება. პირველი წელი არ არის, რომ ასეთი სიტუაციაა“.

ბაღების მშენებლობა მუნიციპალიტეტისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რომ არის ამას მარნეულის მერი ზაურ დარგალიც გვიდასტურებს და ამბობს, რომ ამ მხრივ, მომავალი წლისთვის სამუშაოებია დაგეგმილი.

მარნეულის მუნიციპალიტეტის N3 საბავშვო ბაღში განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი ბავშებია. ყოველდღიურად ერთ აღმზრდელ პედაგოგს ორმოცამდე, უკიდურეს შემთხვევებში კი მეტი ბავშვი დაწყნარება უწევს. არსებული სიტუაციით შეწუხებული მასწავლებელი რადიო მარნეულთან ღიად საუბრობს პრობლემაზე და ამბობს, რომ განსაკუთრებით მძიმე ვითარება პატარა ასაკის ბავშვების ჯგუფებში. მაშინ, როდესაც აღსაზრდელები დამოუკიდებლად ვერც ჭამენ და ვერც იცვლიან.

კართან კი პატარა მაგიდა აქვთ მიდგმული იმის იმედით, რომ ორმოცი ბავშვიდან შემთხვევით ვინმე გარეთ არ გაეპარებათ. ასეთი მდგომარეობის მართვა, ჯგუფში ფაქტობრივარ ერთ ადამიანზეა დამოკიდებული.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღი „ჩიორა“ სულ 280 აღსაზრდელზეა გათვლილი. დღევანდელი მონაცემებით კი სიაში 475 ბავშვი ირიცხება.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები